პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

CNN: დღეს საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების დროს თითქმის, 1000 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს თითქმის 1000 ადამიანი დააკავეს, ქვეყნის მასშტაბით კი დემონსტრაციებში 400 000 მოქალაქე მონაწილეობდა, - იუწყება CNN საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

CNN: დღეს საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების დროს თითქმის, 1000 ადამიანი დააკავეს
იმედინიუსი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის თქმით, დღეს საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების დროს თითქმის 1000 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

მისი თქმით, გასულ კვირაში აქციების დროს 385 ადამიანი იყო დაკავებული.

მინისტრის განცხადებით, პარიზში იყო „მასშტაბური დემონსტრაცია, რომელიც მშვიდობიანად ჩატარდა, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპროტესტო მსვლელობის უმეტესობა“.

„თუმცა, როგორც ველოდით, ჩამოყალიბდა რამდენიმე მაღალი რისკის ჯგუფი, რომლებიც შედგებოდა შენიღბული პირებისგან, ძირითადად შავებში ჩაცმული, რადიკალური მემარცხენე და ულტრამემარცხენე აქტივისტებისგან“, - განაცხადა ნუნიესმა.

მისივე ინფორმაციით, ზოგიერთ ქალაქში იყო ბიზნესის დაზიანების ან ძარცვის შემთხვევები, თუმცა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე გასული კვირის საპროტესტო აქციებზე.

მინისტრისვე თქმით, დღეს საჯარო შენობებზე, როგორიცაა მერია და პოლიციის განყოფილებები, მიზანმიმართული თავდასხმები არ ყოფილა.

თუმცა, როგორც ნუნიესმა აღნიშნა, უსაფრთხოების ძალები ძალადობის უკიდურესად მაღალი დონის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან მათი მიმართულებით მუდმივად ისროდნენ საგნებსა და ფეიერვერკებს.

„პარიზში იყო 500 მომიტინგე, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, თავს დასხმოდნენ უსაფრთხოების ძალებს ან მოეწყოთ ძარცვა“, - განაცხადა შს მინისტრმა და დასძინა, რომ უსაფრთხოების ძალები გვიან საღამომდე დარჩებოდნენ განლაგებულნი ძარცვის თავიდან ასაცილებლად.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს საპროტესტო აქციებში ქვეყნის მასშტაბით 400 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 110 000 ადამიანი პარიზში.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში შაბათ-კვირის დემონსტრაციების დროს უსაფრთხოების ოპერაციის ფარგლებში 70 000 ოფიცერია განლაგებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. UNIAN · Telegramნეიტრალურისაფრანგეთში მასობრივ საპროტესტო აქციებზე დღეს 800 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, 135 დაკავებულია
  2. რუსთავი 2სამთავრობოასობით ათასი დემონსტრანტი, შეტაკებები სამართალდამცველებთან, დარბეული ინფრასტრუქტურა, ასობით დაკავებული - "კურიერი" საფრანგეთის ქუჩებიდან
  3. იმედინიუსისამთავრობოსაფრანგეთში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 1300-მდე გაიზარდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში პოლიციამ საპროტესტო აქციების დროს კიდევ 565 ადამიანი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები