საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა
საფრანგეთში ცხოვრების გაძვირებისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა უკეთესი საჯარო სერვისებიც მოითხოვეს.

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები ცხოვრების გაძვირებისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ასევე მათ უკეთესი საჯარო სერვისები მოითხოვეს.
პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, აქციების უმეტესობა მშვიდობიანად წარიმართა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა წინა საპროტესტო დღეებთან შედარებით შემცირებული იყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…