ირაკლი კობახიძე – დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ 1 600 დევნილი ოჯახი ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას მიიღებს. მისი თქმით, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელშიც 280 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და თბილისში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი შეიქმნა. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხელისუფლების პრიორიტეტია და მსგავსი პროექტები რეგიონებშიც ხორციელდება.

დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი.
„დღევანდელი დღე ძალიან ემოციურია თითოეული ჩვენგანისთვის, დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა. მთლიანობაში, ამ პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია. თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი. ეს პროექტი სულ 11 კორპუსსა და 2 400-ზე მეტ ბინას აერთიანებს; 4 შენობაში მოსახლეობა გასულ წელს უკვე შესახლდა, დღეს კი 1 600 ოჯახი იწყებს ცხოვრებას კომპლექსის ახალ 7 ბლოკში. აქ შექმნილია სრულფასოვანი, კომფორტული გარემო გამწვანებული სივრცეებით, სპორტული მოედნებითა და ბავშვთა გასართობი ზონებით. ჩვენი მოქალაქეები დაცულ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია.
„დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. მნიშნელოვანი პროექტები ხორციელდება ასევე რეგიონებში. რუსთავში 800 ოჯახისთვის 4 კორპუსი შენდება, ზუგდიდში 1 700-ზე მეტი ბინა 7 ახალ კორპუსში, ხოლო ბორჯომში ახალ საცხოვრებელს კიდევ 150 ოჯახი მიიღებს. გასულ წელს ქუთაისში უკვე დავასრულეთ 720-ბინიანი კომპლექსის მშენებლობა. ეს არის ის მასშტაბური პროექტები, რომელიც ხორციელდება და რომელთა საბოლოო მიზანია ყველა დევნილი ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებლით. ამასთანავე, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ უკვე 16 000-მდე ბენეფიციარს შეუსყიდა საცხოვრებელი, მათ შორის 2 000-ს – მიმდინარე წელს“, – განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, წელს ამ მიმართულებით 240 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება
- BM.GEდღეს, თბილისში 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. პროექტში ₾280 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო - ირაკლი კობახიძე
- რუსთავი 2პრემიერი: სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, ამ მიმართულებით 240 მილიონ ლარს ვხარჯავთ, მომავალ წელს დაფინანსება გაიზრდება
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა - დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა - დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძე - დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა - დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…