პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიაში, ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა მაღაზიები გაძარცვეს​

გერმანიის ქალაქებში ცხოვრების გაძვირების საწინააღმდეგო აქციები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა: ფრანკფურტში დემონსტრანტებმა მაღაზიები გაძარცვეს, სამართალდამცავებმა კი წყლის ჭავლი გამოიყენეს და არაერთი პირი დააკავეს.

გერმანიაში, ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა მაღაზიები გაძარცვეს​
რუსთავი 2

გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტის ცენტრში არეულობის მონაწილეებმა მაღაზიები გაძარცვეს. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა როგორც ფრანკფურტში, ისე გერმანიის სხვა ქალაქებში. მანამდე, ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, - წერს BBC.

ფრანკფურტის გარდა, რომელიც გერმანიის ფინანსური ცენტრია, ძალადობრივი ინციდენტები დაფიქსირდა ბერლინში, კიოლნსა და ჰამბურგშიც. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს ფოიერვერკებს, ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ.

როგორც მედია წერს, გერმანიის ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაციები ორგანიზებული იყო ახალგაზრდული ორგანიზაცია Gen Z regelt-ის მიერ. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სკოლების არასაკმარის დაფინანსებას, ცხოვრების მაღალ ფასს, სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

მედიის ცნობით, ფრანკფურტის მთავარი სავაჭრო ქუჩის დიდი ნაწილი პოლიციამ გადაკეტა. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქში არაერთი ადამიანი დააკავეს.

ფრანკფურტის, მიუნხენისა და ბერლინის ხელისუფლებების ინფორმაციით, აქციებში 18 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა - დაახლოებით ნახევარი იმ რაოდენობისა, რასაც ორგანიზატორები საკუთარ ვებგვერდზე ვარაუდობდნენ.

Gen Z regelt-ის წარმომადგენელმა, ლინა ფრიდრიხმა განაცხადა, რომ დემონსტრაციების მიზანი იყო "მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა და არა ომისა და იძულების მხარდაჭერა".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგერმანიაში ცხოვრების გაზრდილი ხარჯების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
  2. ფორმულაოპოზიციურიგერმანიაში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა და არა ომისა და იძულების მხარდაჭერა“
ლინა ფრიდრიხი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანიაში დღეს ზუმერების მასობრივ პროტესტს ელიან: პოლიცია შესაძლო არეულობებისთვის ემზადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები