ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიაში საპროტესტო აქციები 34 ქალაქშია დაგეგმილი - ბერლინში, ბრენდულმა მაღაზიებმა ვიტრინები ფიცრებით აჭედეს

გერმანიის 34 ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება, რის ფონზეც ბერლინში მაღაზიებმა ვიტრინები ფიცრებით აჭედეს, ხელისუფლება კი ექსტრემისტების მხრიდან პროცესის გამოყენების საფრთხეზე საუბრობს.

გერმანიაში საპროტესტო აქციები 34 ქალაქშია დაგეგმილი - ბერლინში, ბრენდულმა მაღაზიებმა ვიტრინები ფიცრებით აჭედეს
გერმანიაში საპროტესტო აქციები 34 ქალაქშია დაგეგმილი - ბერლინში, ბრენდულმა მაღაზიებმა ვიტრინები ფიცრებით აჭედესრუსთავი 2

მთელი გერმანიის მასშტაბით დაგეგმილ დემონსტრაციებში, მოსალოდნელია, რომ 160 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. როგორც Reuters-ი წერს, "ევროპის სხვა ქვეყნების პროტესტებით შთაგონებული ახალგაზრდული მოძრაობა ქუჩებში უკეთესი განათლებისა და ცხოვრების ხარჯების შემცირების მოთხოვნით გამოდის".

გერმანიაში საპროტესტო აქციები 34 ქალაქში, მათ შორის ბერლინში, ფრანკფურტსა და მიუნხენშია დაგეგმილი. ორგანიზატორების განცხადებით, ის სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ და განათლებაში მეტი ინვესტიციის განხორციელებას მოთხოვნით იმართება.

ახალგაზრდული მოძრაობის თქმით, გერმანიაში ბევრი ახალგაზრდა, მზარდი ხარჯების გამო, ფინანსურ სირთულეებს აწყდება.

გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ შაბათს დაგეგმილი დემონსტრაციები, რომლებიც ჰელოუინის ღონისძიებებს ემთხვევა, ძირითადად მშვიდობიანად ჩაივლის. თუმცა, ხელისუფლება აფრთხილებს საზოგადოებას, რომ არსებობს საფრთხე, "ექსტრემისტულმა ჯგუფებმა საპროტესტო მოძრაობის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის სცადონ".

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს განცხადებით, მხარდაჭერის მობილიზების პროცესში ჩაერთო ქვეყნის ულტრამემარცხენე ექსტრემისტული წრეების ნაწილი და უცხოურ ექსტრემისტულ მოძრაობებთან დაკავშირებული რამდენიმე ჯგუფიც.

"ყველას გვახსოვს კადრები საფრანგეთიდან - ძარცვა, სახლების დაწვა, პოლიციის მანქანების დაწვა და პოლიციელებზე თავდასხმები", - განაცხადა რომან პოზეკმა, გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ჰესენის უდიდესი ქალაქი ფრანკფურტია, რომელიც ქვეყნის ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელი საპროტესტო აქციების ფონზე, ბერლინში მდებარე ბრენდულმა მაღაზიებმა ვიტრინები ფიცრებით აჭედეს და ობიექტების ჩვეულ დროზე ადრე დაკეტვას გეგმავენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველას გვახსოვს კადრები საფრანგეთიდან - ძარცვა, სახლების დაწვა, პოლიციის მანქანების დაწვა და პოლიციელებზე თავდასხმები“
რომან პოზეკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანიაში დღეს ზუმერების მასობრივ პროტესტს ელიან: პოლიცია შესაძლო არეულობებისთვის ემზადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები