ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანელი ახალგაზრდები ევროპაში პროტესტის ტალღას შეუერთდებიან

გერმანიის 30-მდე ქალაქში 150 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირდა საპროტესტო აქციებზე გამოსასვლელად. მოძრაობა „GenZ regelt!“-ის ორგანიზატორები ცხოვრების მაღალ ხარჯებს, ბიუჯეტის შემცირებასა და შეიარაღების გაძლიერებას აპროტესტებენ.

გერმანელი ახალგაზრდები ევროპაში პროტესტის ტალღას შეუერთდებიან
გერმანელი ახალგაზრდები ევროპაში პროტესტის ტალღას შეუერთდებიანრადიო თავისუფლება

ეს იქნება ევროპის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო ტალღის ნაწილი, რომელსაც

ახალგაზრდები უდგანან სათავეში. ისინი აცხადებენ, რომ პოლიტიკური ელიტები მათ საწუხარს ყურადღებას არ აქცევენ.

საფრანგეთიდან დაწყებული, შემდეგ იტალიითა და ესპანეთით გაგრძელებული, ახალგაზრდა პროტესტანტები ბოლო კვირების განმავლობაში ქუჩებში გავიდნენ, რათა თავიანთი ხმა მიეწვდინათ მმართველებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში ეს დემონსტრაციები სერიოზულ ძალადობაში გადაიზარდა.

გერმანიაში, დაახლოებით 150 ათასი ადამიანია რეგისტრირებული, რათა შაბათს,

დაახლოებით 30 ქალაქში, მათ შორის ბერლინში, ფრანკფურტსა და კიოლნში,

გამოვიდეს საპროტესტო აქციებზე, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯგუფი სახელწოდებით „GenZ regelt!“ (ჯენ ზი აგვარებს).

ყველას „ღიად მოვუწოდებთ მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტებისკენ“, - თქვა ფედერალური "სტუდენტური კონფერენციის" წარმომადგენელმა როზე სიოზერმა დაგეგმილ დემონსტრაციებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა კატეგორიულად უარყოფს ძალადობას, პოლიცია მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს და ადგილზე ათასობით

სამართალდამცავს განათავსებს.

ამასთან, ძვირადღირებული პროდუქტის ზოგიერთი მაღაზია ვიტრინებს ფიცრებით ფარავს, რათა თავი

დაიცვან შესაძლო მძარცველებისგან.

საპროტესტო მოძრაობას არაერთი საჩივარი აქვს: ცხოვრების მაღალი ხარჯებიდან და სკოლების მოუწესრიგებელი მდგომარეობიდან

დაწყებული - სამთავრობო ხარჯების შემცირებამდე. ისინი აკრიტიკებენ პოლიტიკოსებს, რომლებიც, როგორც ჩანს, გადაწყვეტილებების მიღებისას ახალგაზრდა თაობის ინტერესებს ნაკლებად

ითვალისწინებენ.

„ჩვენ ახალგაზრდები ვართ და აღარ გვსურს, გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ,

როგორ წყდება ჩვენი მომავალი ისე, რომ ჩვენი ხმა არავის ესმის“, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში. ჯგუფი საკუთარ თავს "არაპარტიულ ალიანსად"

მოიხსენიებს.

მათი თქმით, ხარჯები მცირდება განათლებაში, კულტურასა და ჯანდაცვაში.

„ეს შემცირებები ჩვენს ხარჯზე ხდება, მაშინ როცა მსხვილი კორპორაციები

კვლავაც მოგებას იღებენ, მილიარდები კი შეიარაღების გაძლიერებას ხმარდება.“

მათ უკმაყოფილებას იწვევს ასევე გერმანიის მცდელობა, გააძლიეროს თავისი

სამხედრო პოტენციალი ნებაყოფლობითი სამსახურის ახალი მოდელის

მეშვეობით.

ამასთან, არსებობს შიში, რომ შესაძლოა კვლავ შემოიღონ სავალდებულო სამხედრო გაწვევა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ღიად მოვუწოდებთ მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტებისკენ“
როზე სიოზერი
„ჩვენ ახალგაზრდები ვართ და აღარ გვსურს, გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ, როგორ წყდება ჩვენი მომავალი ისე, რომ ჩვენი ხმა არავის ესმის“
„ეს შემცირებები ჩვენს ხარჯზე ხდება, მაშინ როცა მსხვილი კორპორაციები კვლავაც მოგებას იღებენ, მილიარდები კი შეიარაღების გაძლიერებას ხმარდება.“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთი მოიცვა პროტესტმა ცხოვრების დონის გაუარესების წინააღმდეგწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები