პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიაში ცხოვრების გაზრდილი ხარჯების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

გერმანიაში ცხოვრების გაზრდილი ხარჯებისა და სკოლების დაფინანსების შემცირების წინააღმდეგ გამართული აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და მაღაზიების ძარცვაში გადაიზარდა.

გერმანიაში ცხოვრების გაზრდილი ხარჯების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა
ინტერპრესნიუსი

გერმანიაში ცხოვრების გაზრდილი ხარჯების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ფრანკფურტის ცენტრში მაღაზიები გაძარცვეს და სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. ფრანკფურტის გარდა, ძალადობის ინციდენტები მოხდა ბერლინში, კიოლნსა და ჰამბურგში, პოლიციის თქმით, მომიტინგეთა დასაშლელად, რომლებიც გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებს პიროტექნიკას, ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ, წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ცნობისთვის, ათასობით ადამიანი შეუერთდა ჯგუფ Gen Z regelt-ის (თაობა Z-ი იღებს პასუხისმგებლობას) მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ სკოლების არასათანადო დაფინანსებას, ცხოვრების ხარჯების ზრდას, სახელმწიფო დაფინანსების შემცირებასა და სამხედრო სამსახურს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოგერმანიაში, ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა - დემონსტრანტებმა მაღაზიები გაძარცვეს​
  2. ფორმულაოპოზიციურიგერმანიაში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: გერმანიაში Gen Z-ის მიერ ორგანიზებული აქციები ძალადობაში გადაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები