შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ჩინეთში პოლიციის კოლეჯს ესტუმრა
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დელეგაციასთან ერთად ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის კოლეჯს ეწვია, სადაც მხარეებმა საპოლიციო განათლების გაღრმავება და ერთობლივი პროექტები განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის კოლეჯს ეწვია და მის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
"ალექსანდრე დარახველიძემ მასპინძელ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში განხორციელებული რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის საქმიანობასაც გაეცნო" - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ალექსანდრე დარახველიძემ მასპინძელ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის საქმიანობასაც გაეცნო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…