ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა, სადაც პროფესიულ ცოდნაზე, პოლიციელის პასუხისმგებლობებსა და 2027 წლიდან დაგეგმილ საბაკალავრო პროგრამაზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პოლიციის აკადემიის მსმენელებს შეხვდარუსთავი 2

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელებს შეხვდა.

შეხვედრას პოლიციის აკადემიის რექტორი გიორგი სახოკია და აკადემიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე დარახველიძე მსმენელებს სამართალდამცავ საქმიანობაში პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მნიშვნელობაზე, ასევე პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პოლიციის აკადემიის საბაკალავრო პროგრამაზე, რომლის განხორციელებაც 2027 წლიდან იგეგმება.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ მსმენელების კითხვებს უპასუხა და მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.