პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის კოლეჯის ხელმძღვანელებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთში ვიზიტისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის კოლეჯის ხელმძღვანელებს შეხვდა და საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობა განიხილა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის კოლეჯის ხელმძღვანელებს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციის კოლეჯს ეწვია და მის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

ალექსანდრე დარახველიძემ მასპინძელ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში განხორციელებული რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის საქმიანობასაც გაეცნო.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოშინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ჩინეთში პოლიციის კოლეჯს ესტუმრა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ჩინეთში პოლიციის კოლეჯს ესტუმრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები