ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ მეორე ბუნდესლიგის მეათე ტურში „კარლსრუესთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

მეორე ბუნდესლიგის მეათე ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ გასვლაზე „კარლსრუესთან“ მარცხი განიცადა - 1:2.
სტუმართა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა - შეფასებები: Whoscored 7.0, Flashscore 6.4, Sofascore 6.0.
„ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო 5 მატჩიდან 2 წააგო, 3 ფრედ დაასრულა, ამ მომენტისთვის 15 ქულით მე-6 ადგილზეა და 8 ნოემბერს „ჰანოვერს“ უმასპინძლებს.
კარლსრუე. „BB ბანკ ვილდპარკი“
კარლსრუე - ჰაიდენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 ჩივეია (19), 2:0 ვანიტცეკი (80), 2:1 ფოგტი (88)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…