ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
გიორგი ქვილითაიამ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეათე ტურში „ჰოლშტაინის“ შემადგენლობაში „გროიტერ ფიურტთან“ 79 წუთი ითამაშა. მატჩი „ჰოლშტაინის“ მარცხით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.

მეორე ბუნდესლიგის მეათე ტურში „ჰოლშტაინმა“ გასვლაზე „გროიტერ ფიურტთან“ მარცხი განიცადა - 0:1.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ 79-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო - შეფასებები: Whoscored 6.0, Flashscore 6.0, Sofascore 5.8.
„ჰოლშტაინი“ 8 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 7 ნოემბერს „არმინიას“ უმასპინძლებს.
ფიურტი. „შპორტპარკ რონჰოფ ტომას ზომერი“
გროიტერ ფიურტი - ჰოლშტაინი 1:0
გოლი: კელერი (87)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…