[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-11 ტურში „ჰაიდენჰაიმისა“ და „ჰანოვერის“ მატჩში თავური დარტყმით გოლი გაიტანა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, ქართველი თავდამსხმელი კი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებისთვის შეუერთდება.
მეორე ბუნდესლიგის მე-11 ტურში „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „ჰანოვერს“ დაუზავდა - 2:2.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გოლი თავურით გაიტანა. მან 85-ე წუთამდე ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.
ზივზივაძის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 10 მატჩში 4 გოლია. ის საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მატჩებისთვის შეუერთდება.
„ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო 6 შეხვედრიდან 4 ფრედ დაასრულა, 2 წააგო, 16 ქულით მე-7 ადგილზეა და 20 ნოემბერს „დარმშტადტს“ ესტუმრება.
ჰაიდენჰაიმ ან დერ ბენცი. „ფოიტ არენა“
ჰაიდენჰაიმი - ჰანოვერი 2:2
გოლები: 1:0 ზირსლებენი (43), 1:1 ტორდარსონი (55), 1:2 იუგონე (63), 2:2 ზივზივაძე (66)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…