პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...

ეროვნული ლიგის მატჩში თბილისის „იბერია 1999“-მა სტუმრად წყალტუბოს „სამგურალი“ გიორგი კუციას გოლით 1:0 დაამარცხა. გამარჯვების შედეგად „იბერია“ სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

"იბერიამ" დამსახურებულად გაიმარჯვა და ერთპიროვნულ ლიდერად დარჩა, თუმცა კონკურენტებზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული და ლიდერობა მყარი ვერ იქნება.

თბილისელებს გამარჯვება გაუადვილა ირაკლი სირაძის გაძევებამ. ოღონდ, ლევან კორღალიძის შეგირდები ამ დროისთვის უკვე წინ იყვნენ გიორგი კუციას თავური გოლის ხარჯზე.

წყალტუბოელები მომენტებს ვერ ქმნიდნენ. სტუმრებს კი რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის შეცვლა. განსაკუთრებით ორ ეპიზოდში შესანიშნავი იყო მეკარე არსენ სიუკაევი, რომელმაც ორივე დარტყმა ფეხით მოიგერია.

სამგურალი-იბერია 1999 0:1

0:1 კუცია (17, დადიანის პასით)

სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი, შათირიშვილი (მარტინსი 75), პაბულო რიანი, გოგია (იაშვილი 67), ვინისიუს გაბრიელი, გაფრინდაშვილი (გოლეთიანი 75), ბიძინაშვილი (კრასოვსკი 67), ჟან კარლოსი, ცეცხლაძე (გილმორი 66), სირაძე

იბერია: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, დადიანი (ენდე 83), კუცია (ალჰასანი 64), ქარდავა, სიხარულაშვილი (კულიევი 88), კაფე (ბერიძე 64), ძაგანია (ჩიხრაძე 88)

არბიტრი: ირაკლი ხერხაძე

32-ე წუთზე უხეში თამაშისთვის გააძევეს ირაკლი სირაძე (სამგურალი)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები