პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია, სადაც ქართული და უცხოური ტყის კულტურები დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია
რუსთავი 2

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის (OMO) დელეგაციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ნანი გოგინაშვილმა, მონაწილეებს ჯიღაურას ბაზაზე არსებული აგროსატყეო კოლექცია გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამ მიმართულებით ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე კვლევების, მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და კონსერვაციის საკითხების შესახებ.

დელეგაციის წარმომადგენლებმა კოლექციაში დაცული ქართული და უცხოური ტყის კულტურები, მათ შორის, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები დაათვალიერეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლექციის ბიომრავალფეროვნებას, მის შემადგენლობასა და სახეობათა კონსერვაციის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროსატყეო მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ჯიღაურას ბაზაზე აგროსატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციისა და დაცვის მიზნით გაშენდა. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს ადგილობრივი და უცხოური სახეობების შესწავლის, მათი მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და აგროსატყეო მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებისთვის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები