სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს IFAJ-ის საერთაშორისო აგრარულ ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვია
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას IFAJ-ის დელეგაცია ეწვია, სადაც საერთაშორისო აგრარული მედიის წარმომადგენლები ქართული ვაზის კოლექციებსა და ხორბლის ენდემურ სახეობებს გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAJ) დელეგაცია ეწვია. ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა, სხვადასხვა ქვეყნის აგრარული მედიის წარმომადგენლებს ცენტრის საქმიანობა, ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული მევენახეობა-მეღვინეობისა და ხორბლის კულტურის შესახებ პრეზენტაციები. სტუმრები გაეცნენ ქართული ვაზის მრავალფეროვნებას, ჯიღაურას ამპელოგრაფიულ კოლექციას, იშვიათი და აღდგენილი ვაზის ჯიშების კვლევას, ასევე ქართული ხორბლის ენდემურ სახეობებსა და მათთან დაკავშირებულ ტრადიციებსა და რიტუალებს. მათ დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზაზე დაცული ვაზის კოლექციები და ადგილზე გაეცნენ ცენტრის სამეცნიერო საქმიანობას.
"საქართველოში ნანახმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არ ველოდი, რომ ქართულ სოფლის მეურნეობაში განვითარების ასეთ მაღალ დონესა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ასეთ მრავალფეროვნებას აღმოვაჩენდი. ეს ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზია და მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, საკუთარი თვალით მენახა ქართული სოფლის მეურნეობის პოტენციალი", - აღნიშნა დანიელმა აგრარულმა ჟურნალისტმა იორგენ პედერ იენსენმა.
ჯიღაურას ბაზაზე ვიზიტი საქართველოში 26–30 ოქტომბერს მიმდინარე აგრარულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAJ) პრესტურის ფარგლებში გაიმართა. პრესტური საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციისა (AGAJ) და გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება და მიზნად ისახავს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული სოფლის მეურნეობის, ტრადიციული წარმოებისა და ქვეყნის აგრარული პოტენციალის გაცნობას.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოში ნანახმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. არ ველოდი, რომ ქართულ სოფლის მეურნეობაში განვითარების ასეთ მაღალ დონესა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ასეთ მრავალფეროვნებას აღმოვაჩენდი. ეს ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზია და მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, საკუთარი თვალით მენახა ქართული სოფლის მეურნეობის პოტენციალი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…