ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ჯიღაურას ბაზას თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია, სადაც მხარეებმა აგროსატყეო კოლექცია დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვიაიმედინიუსი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის (OMO) დელეგაციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, ნანი გოგინაშვილმა, მონაწილეებს ჯიღაურას ბაზაზე არსებული აგროსატყეო კოლექცია გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამ მიმართულებით ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე კვლევების, მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და კონსერვაციის საკითხების შესახებ.

დელეგაციის წარმომადგენლებმა კოლექციაში დაცული ქართული და უცხოური ტყის კულტურები, მათ შორის, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები დაათვალიერეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლექციის ბიომრავალფეროვნებას, მის შემადგენლობასა და სახეობათა კონსერვაციის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგროსატყეო მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ჯიღაურას ბაზაზე აგროსატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციისა და დაცვის მიზნით გაშენდა. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს ადგილობრივი და უცხოური სახეობების შესწავლის, მათი მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და აგროსატყეო მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებისთვის.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს IFAJ-ის საერთაშორისო აგრარულ ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები