მსჯავრდებულებმა სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი" მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს
მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ წარადგინეს. იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თქმით, უწყების მიზანია მსჯავრდებულთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, რათა ისინი საზოგადოებას სრულყოფილ წევრებად დაუბრუნდნენ.

მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი" გაიმართა. წარმოდგენის რეჟისურა, მუსიკალური, მხატვრული გაფორმება და რეკვიზიტები თავად პატიმრებმა შექმნეს.
კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში 12 მსჯავრდებული და 6 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობდა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
როგორც იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია აღნიშნავს, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური მომართულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მსჯავრდებულთა სოციალურ რეაბილიტაციას, რათა მსჯავრდებული საზოგადოებას სრულყოფილ წევრად დაუბრუნდეს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მსჯავრდებულთათვის პირველ რიგში, მათი ოჯახის წევრებისათვის, ვინც დღეს მრავლად იყვნენ დარბაზში და მათ კიდევ ერთხელ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი ოჯახის წევრები ენახათ. ჩვენი სამინისტრო და პენიტენციური სამსახური მომართულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მსჯავრდებულთა სოციალურ რეაბილიტაციას, ხელი შეუწყოს იმას, რომ მსჯავრდებული საზოგადოებას დაუბრუნდეს სრულყოფილ წევრად", - აცხადებს პაატა სალია.
ციტატები სტატიიდან
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მსჯავრდებულთათვის პირველ რიგში, მათი ოჯახის წევრებისათვის, ვინც დღეს მრავლად იყვნენ დარბაზში და მათ კიდევ ერთხელ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი ოჯახის წევრები ენახათ. ჩვენი სამინისტრო და პენიტენციური სამსახური მომართულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მსჯავრდებულთა სოციალურ რეაბილიტაციას, ხელი შეუწყოს იმას, რომ მსჯავრდებული საზოგადოებას დაუბრუნდეს სრულყოფილ წევრად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…