ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაატა სალია: „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მსჯავრდებულებს ეხმარება, შეიძინონ პროფესია, დასაქმდნენ და სასჯელის მოხდის შემდეგ სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას

იუსტიციის სამინისტროტელეიმედი

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ საქმიანობაზე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებს პროფესიის დაუფლებასა და დასაქმებაში ეხმარება. მინისტრმა აღნიშნა წერეთლის ქუჩაზე არსებული მაღაზია „რე-მარკეტის“ შესახებაც, სადაც მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნივთები იყიდება.

პაატა სალია: „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მსჯავრდებულებს ეხმარება, შეიძინონ პროფესია, დასაქმდნენ და სასჯელის მოხდის შემდეგ სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას
პაატა სალია: „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მსჯავრდებულებს ეხმარება, შეიძინონ პროფესია, დასაქმდნენ და სასჯელის მოხდის შემდეგ სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებასიმედინიუსი

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებს პროფესიის დაუფლებაში ეხმარება, რაც ხელს უწყობს დასაქმებას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“.

მინისტრის თქმით, ცენტრი, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, არაერთ ღონისძიებას ატარებს და პროცესში არაერთი ორგანიზაციაა ჩართული.

„ამ პროცესში ჩართულია ბევრი ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორიდან და ბიზნესიდან, ხოლო ინფორმაცია ჩვენი არხებით ვრცელდება. ჩვენ გვაქვს მაღაზია „რე-მარკეტი“ წერეთლის ქუჩაზე, სადაც მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნივთები იყიდება და მიღებული თანხა მსჯავრდებულთა ბიუჯეტს ემატება. ესეც, გარკვეულწილად, ემსახურება ცნობადობის გაზრდას, რათა მოსახლეობამ დაინახოს, რა კეთდება ქვეყანაში იმისათვის, რომ მსჯავრდებულები კანონით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იქცნენ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ პროცესში ჩართულია ბევრი ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორიდან და ბიზნესიდან, ხოლო ინფორმაცია ჩვენი არხებით ვრცელდება. ჩვენ გვაქვს მაღაზია „რე-მარკეტი“ წერეთლის ქუჩაზე, სადაც მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნივთები იყიდება და მიღებული თანხა მსჯავრდებულთა ბიუჯეტს ემატება. ესეც, გარკვეულწილად, ემსახურება ცნობადობის გაზრდას, რათა მოსახლეობამ დაინახოს, რა კეთდება ქვეყანაში იმისათვის, რომ მსჯავრდებულები კანონით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იქცნენ“
„მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?