ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაატა სალია: ჩვენთვის ციხეში მყოფი ადამიანიც ღირებულია, რომ ის საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს და დაუბრუნდეს უკვე ახალი პროფესიით და ახალი ცოდნით, რომელიც მას ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას მისცემს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“ პატიმრებისთვის პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და ახალი პროფესიის შეძენის პროგრამები ხორციელდება.

პაატა სალია: ჩვენთვის ციხეში მყოფი ადამიანიც ღირებულია, რომ ის საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს და დაუბრუნდეს უკვე ახალი პროფესიით და ახალი ცოდნით, რომელიც მას ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას მისცემს
პაატა სალია: ჩვენთვის ციხეში მყოფი ადამიანიც ღირებულია, რომ ის საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს და დაუბრუნდეს უკვე ახალი პროფესიით და ახალი ცოდნით, რომელიც მას ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას მისცემსიმედინიუსი

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“ პატიმრებისთვის პროფესიის შესწავლისა და განათლების მიღების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პენიტენციური დაწესებულება არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ სასჯელის მოხდის ადგილი.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრინციპული ამოცანაა, თითოეულ მსჯავრდებულს ხელი შევუწყოთ, რომ საზოგადოებას დაუბრუნდეს ნორმალურ წევრად, შეიძინოს ახალი პროფესია, მიიღოს ახალი ცოდნა და ამისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი პროგრამა ხორციელდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თმით, ასეთი პროგრამების და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

„პირობითად, 2022 წელს იყო 5 ათასი ასეთი შემთხვევა, უკვე 2025 წელს იყო 11 ათასზე მეტი. წლიდან წლამდე ჩვენ ახალ პროგრამებს ვნერგავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი განათლება.

პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს ე.წ. ციფრული უნივერსიტეტი, რომელიც მსჯავრდებულს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს უმაღლესი განათლება. ასევე, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ პროფესიული განათლება მიიღონ მსჯავრდებულებმა და როდესაც დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებას, გარკვეული პროფესია ჰქონდეთ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება იმ პერიოდთან შედარებით, რომელსაც საწყისად ვიღებთ და დღეს უკვე აბსოლუტურად სხვა ღირებულებებსა და ფასეულობებზე ვსაუბრობთ. დღეს ჩვენთვის ციხეში მყოფი ადამიანიც ღირებულია, რომ ის საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს და დაუბრუნდეს უკვე ახალი პროფესიით და ახალი ცოდნით, რომელიც მას ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებს პაატა სალია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრინციპული ამოცანაა, თითოეულ მსჯავრდებულს ხელი შევუწყოთ, რომ საზოგადოებას დაუბრუნდეს ნორმალურ წევრად, შეიძინოს ახალი პროფესია, მიიღოს ახალი ცოდნა და ამისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი პროგრამა ხორციელდება“
„პირობითად, 2022 წელს იყო 5 ათასი ასეთი შემთხვევა, უკვე 2025 წელს იყო 11 ათასზე მეტი. წლიდან წლამდე ჩვენ ახალ პროგრამებს ვნერგავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ უმაღლესი განათლება. პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს ე.წ. ციფრული უნივერსიტეტი, რომელიც მსჯავრდებულს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს უმაღლესი განათლება. ასევე, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ პროფესიული განათლება მიიღონ მსჯავრდებულებმა და როდესაც დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებას, გარკვეული პროფესია ჰქონდეთ. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება იმ პერიოდთან შედარებით, რომელსაც საწყისად ვიღებთ და დღეს უკვე აბსოლუტურად სხვა ღირებულებებსა და ფასეულობებზე ვსაუბრობთ. დღეს ჩვენთვის ციხეში მყოფი ადამიანიც ღირებულია, რომ ის საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაუბრუნდეს და დაუბრუნდეს უკვე ახალი პროფესიით და ახალი ცოდნით, რომელიც მას ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას მისცემს“
პაატა სალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?