ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში მოსალოდნელი არეულობის გამო 70 000 სამართალდამცველია მობილიზებული - შინაგან საქმეთა მინისტრი ვითარების ესკალაციის „ძალიან მაღალ რისკზე“ საუბრობს

საფრანგეთში საპროტესტო აქციების ფონზე 70 000 სამართალდამცველი განლაგდა. შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი არეულობის „ძალიან მაღალ რისკზე“ საუბრობს და მკაცრი რეაგირებით იმუქრება.

საფრანგეთში მოსალოდნელი არეულობის გამო 70 000 სამართალდამცველია მობილიზებული - შინაგან საქმეთა მინისტრი ვითარების ესკალაციის „ძალიან მაღალ რისკზე“ საუბრობს
საფრანგეთში მოსალოდნელი არეულობის გამო 70 000 სამართალდამცველია მობილიზებული - შინაგან საქმეთა მინისტრი ვითარების ესკალაციის „ძალიან მაღალ რისკზე“ საუბრობსიმედინიუსი

საფრანგეთში დღეს, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი საპროტესტო აქციების ფონზე, 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი განლაგდა. ხელისუფლება ახალი არეულობის თავიდან აცილებას ცდილობს, იუწყება ფრანგული მედია.

როგორც მედია აღნიშნავს, საპროტესტო გამოსვლების მიზეზი ცხოვრების გაძვირებით, საჯარო სერვისების მდგომარეობითა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობის პოლიტიკით გამოწვეული უკმაყოფილებაა.

„ყველა მობილიზებულია, რათა ნებისმიერი არეულობის შემთხვევაში უკიდურესად მკაცრი რეაგირება უზრუნველვყოთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა მიმდინარე კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან უსაფრთხოების ზომების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არეულობის „ძალიან მაღალი რისკით“ ხასიათდება.

ცნობისთვის, დღეს ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების 70 000 თანამშრომელი იქნება მობილიზებული - იმდენივე, რამდენიც ერთი კვირის წინ, 17 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქციების დროს. ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აიცილოს გასულ კვირას განვითარებული არეულობის განმეორება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაფრანგეთში ახალი საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან - ხელისუფლება 70 ათასი პოლიციელის მობილიზებას გეგმავს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა მობილიზებულია, რათა ნებისმიერი არეულობის შემთხვევაში უკიდურესად მკაცრი რეაგირება უზრუნველვყოთ“
ლორან ნუნიესი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქებში მასშტაბური არეულობის განსაკუთრებით მაღალი რისკი არსებობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები