ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთი 70 000 პოლიციელის მობილიზებას გეგმავს ახალი საპროტესტო ტალღის წინ

საფრანგეთის ხელისუფლება ახალი საპროტესტო ტალღის წინ 70 000-მდე პოლიციელის მობილიზებას გეგმავს, რადგან წინა აქციებს არეულობა მოჰყვა და 217 პირს პატიმრობა მიესაჯა. შს მინისტრ ლორან ნუნეზის განცხადებით, სოციალურ მედიაში ვრცელდება მოწოდებები ძალადობისა და მაროდიორობისკენ.

საფრანგეთი 70 000 პოლიციელის მობილიზებას გეგმავს ახალი საპროტესტო ტალღის წინ
საფრანგეთი 70 000 პოლიციელის მობილიზებას გეგმავს ახალი საპროტესტო ტალღის წინრადიო თავისუფლება

საფრანგეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს 70 000-მდე პოლიციელის მობილზებას, ამ შაბათ-კვირას დანიშნული ახალი აქციების წინ - მას მერე, რაც ერთი კვირის წინ ჩატარებულ დემონსტრაციებს არეულობა და ძალადობა მოჰყვა. საფრანგეთის ხელისუფლების ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს სააგენტო ფრანს-პრესი (AFP).

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა - რომელმაც, მისი თანაშემწეების თანახმად, კრიზისის გამო გადადო მიმდინარე თვეში დანიშნული ვიზიტები ნიგერიასა და სენეგალში - შეხვედრა გამართა თავდაცვის საბჭოსთან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან წამყვანი მინისტრები და ოფიციალური პირები. სააგენტოს თანახმად, მაკრონი უსაფრთხოების სფეროს თანამშრომლებთანაც გეგმავს შეხვედრას.

მაკრონმა ასევე პირველად უმასპინძლა სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა წარმომადგენლებს. საფრანგეთში ამჟამინდელი საპროტესტო ტალღა მოსწავლეებმა დაიწყეს - შემდეგ პროტესტი გაფართოვდა და მიემართა ცხოვრების დონის ვარდნას.

შაბათს 70,000-მდე სამართალდამცავი იქნება დისლოცირებული - გამოაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნეზმა პარიზში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. ნუნეზი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სოციალურ მედიაში ვრცელდება მოწოდებები ძალადობისკენ და მაროდიორობისკენ.

საპროტესტო ტალღის ფონია საფრანგეთში ექვს თვეში დანიშნული არჩევნები, რომლითაც მაკრონი უნდა შეიცვალოს. ახალი კვლევების თანახმად, ლიდერის პოზიციაზეა ულტრამემარჯვენეთა კანდიდატი, მარინ ლე პენი - როგორც ჩანს, ბოლო პერიოდის მოვლენებმა მისი პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა.

ამავდროულად, ამ შაბათ-კვირას ლე პენი ორლეანში უმასპინძლებს მისი პარტიის, "ეროვნული გაერთიანების" ყრილობას. ღონისძიებაზე მოელიან ამ ძალის ათი ათასობით მხარდამჭერს - ხელისუფლება აქაც ძალადობას შიშობს, რადგან ქალაქისკენ ულტრამემარჯვენეთა ოპონენტებიც გეგმავენ გამგზავრებას.

მაკრონის ხელისუფლება შეეცადა მკაფიო ხაზი გაევლო დემონსტრანტების ლეგიტიმურ მოთხოვნებსა და მაროდიორობის, ხანძრების გაჩენის და ობიექტების დარბევის შემთხვევებს შორის.

გასულ შაბათს მომხდარი არეულობის შედეგად, სასამართლოებმა 217-მდე პირს მიუსაჯეს პატიმრობა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთში, დემონსტრაციების აკრძალვის მიუხედავად მოქალაქეები მასშტაბური აქციებისთვის ემზადებიან - დაანონსებულ აქციებს საფრანგეთის ხელისუფლება ძალოვანი უწყებების სრული მობილიზებით პასუხობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები