პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის შს მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში, დაიწყება დემონსტრანტებს დაშლა და დაკავებები - უსაფრთხოების ძალები გამოიყენებენ სპეციალურ ტექნიკასაც

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვისა და აქციების ფონზე, შს მინისტრი ლორან ნუნესი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დემონსტრანტების დაშლა და დაკავებები დაიწყება, რისთვისაც 70 000 სამართალდამცველია მობილიზებული.

საფრანგეთის შს მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში, დაიწყება დემონსტრანტებს დაშლა და დაკავებები - უსაფრთხოების ძალები გამოიყენებენ სპეციალურ ტექნიკასაც
რუსთავი 2

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვაა.

გრძელდება აქციები. რვა წამყვანი პროფკავშირის მოწოდებით, ქვეყნის მასშტაბით 250-ზე მეტი დემონსტრაცია იმართება. გაფიცვის გამო ნაწილობრივ შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა, სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა.

მოსალოდნელი არეულობის თავიდან არიდების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმია მობილიზებული. პარიზსა და რამდენიმე დიდ ქალაქში უსაფრთხოების მიზნით დემონსტრანტებს სამთავრობო უწყებებისა და ცენტრალური ქუჩების სიახლოვეს მსვლელობა აუკრძალეს.

საფრანგეთში განათლების რეფორმის მოთხოვნით დაწყებული პროტესტი ექვს კვირაზე მეტია არ წყდება. შეტაკებების და არეულობის ფონზე, პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. დაშავებულია ასობით მოსწავლე, სტუდენტი და სამართალდამცველი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში დაიწყება დემონსტრანტებს დაშლა და დაკავებები:

"ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული. უსაფრთხოების ძალები გამოიყენებენ სპეციალურ ტექნიკასაც. ოპერაციაში კვლავ მიიღებენ მონაწილეობას სპეციალური ოპერაციების დანაყოფები. საჭიროების შემთხვევაში, დაიწყება დემონსტრანტებს დაშლა და დაკავებები. ეს მეთოდი ეფექტიანად გამოვიყენეთ 24 და 31 ოქტომბერს." - აცხადებს ლორან ნუნესი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა და საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ქვეყნის მასშტაბით 250-ზე მეტი დემონსტრაცია იმართება, მობილიზებულია 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს, რომელშიც ასი ათასობით ადამიანი მონაწილეობს - ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვის დღე დაიწყო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული. უსაფრთხოების ძალები გამოიყენებენ სპეციალურ ტექნიკასაც. ოპერაციაში კვლავ მიიღებენ მონაწილეობას სპეციალური ოპერაციების დანაყოფები. საჭიროების შემთხვევაში, დაიწყება დემონსტრანტებს დაშლა და დაკავებები. ეს მეთოდი ეფექტიანად გამოვიყენეთ 24 და 31 ოქტომბერს.“
ლორან ნუნესი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"პარიზში იმყოფებოდა არეულობის დაახლოებით 500-მდე მონაწილე, რომლებიც იყვნენ განწყობილი შიდა უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმისა და ობიექტების გაძარცვისთვის" - ლორან ნუნიესიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები