ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ზრდილობას მოუხმეთ ბატონო ბერდია... თავი დაიმშვიდეთ, დაიწყნარეთ და კეთილი ინებეთ და სასამართლოს ელაპარაკეთ" - კამათი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე

საკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძესა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელ ბერდია სიჭინავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომაზე მოპასუხე მხარე საკუთარ არგუმენტებს წარადგენს. მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალი ეტაპით, კითხვა-პასუხით 9 ნოემბრიდან განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლო ამ წუთებში გახარიას პარტიის წარმომადგენელს უსმენს.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანმა, ბერდია სიჭინავამ სხდომაზე თქვა, რომ მათ ლიდერს, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობისგან გაქცევა არასდროს განუზრახავს.

"ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება შს მინისტრს და მის მოადგილეებს, (ესე წერია, გიორგი გახარია არ წერია), კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუციათ. ბრალში რა წერია? გიორგი გახარიას ედავებიან ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას. ხშირად გამოდიოდა აქ ბატონი გორდულაძე და ბრძანებდა, რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ, ასობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რომლითაც დადგინდა რაღაც ახალი გარემოებები", - ამბობს ბერდია სიჭინავა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ბერდია სიჭინავას სიტყვით გამოსვლას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის რეპლიკა მოჰყვა და იყო მცირე სიტყვიერი კამათიც.

"ბატონო თავმჯდომარე, ძალიან გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენსკენ მითითებებს თავი დაანებოს.... ელემენტარული არის ხომ, ახლა დიდი პალატის გადაწყვეტილებას ციტირებდა აქ და ისიც დაგავიწყდათ ბატონო ბერდია, რომ მაგ გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფომ გამოიძიოს დამნაშავე პირების ჩადენილი ქმედებებიო და ამ ყველაფრის მერე იყო ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელზედაც მე ვსაუბრობდი. ამიტომ, მე თუ მომმართავთ, მიიღებთ პასუხს და ძალიან გთხოვთ სასამართლოს მიმართეთ რა... მიუხედავად იმისა, რომ ტყუილებს ლაპარაკობთ," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძის ამ განცხადებას ბერდია სიჭინავას პასუხი მოჰყვა.

"ბატონო არჩილ, თქვენ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით. ახლა მითხარით ორგანული კანონის რომელი მუხლის საფუძველზე წამოხტით და მეჭრებით სიტყვაში..." - მიმართა ბედია სიჭინავამ არჩილ გორდულაძეს, რაზეც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბერდია სიჭინავას ზრდილობისკენ მოუწოდა.

"ზრდილობას მოუხმეთ ბატონო ბერდია... თავი დაიმშვიდეთ, თავი დაიწყნარეთ და კეთილი ინებეთ და სასამართლოს ელაპარაკეთ", - მიმართა არჩილ გორდულაძემ სიჭინავას.

კამათში ჩაერთო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია, რომელმაც მხარეებს კორექტულობისკენ მოუწოდა.

"ბატონო ბერდია, ბატონ არჩილს როგორც მხარეს, ისევე როგორც ნებისმიერ მხარეს, პირველ რიგში აქვს უფლება, რომ თავისი მოსაზრება დააფიქსიროს პროტესტის სახით. ახლა რაც შეეხება ბატონი არჩილის შენიშვნას, დიდად საფუძვლიანად მე ვერ ჩავთვალე, მაგრამ თქვენ პასუხის გაცემა არ მაცალეთ. მაგრამ მერე თქვენი შეფასება რაც იყო, "ნუ წამოხტებით" და კიდევ იყო ერთი სიტყვა, ეს უკვე კორექტულობის ფარგლებს გასცდა და ამ კუთხით გაძლევთ შენიშვნას, თორემ დანარჩენი გააგრძელეთ, ის, რომ ბატონ არჩილი, თქვენს განცხადებას იშველიებს მხარე და მოგმართავთ, ამაში უცხო და განსაკუთრებული არაფერი არ არის," - აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციური"ორგანული კანონის რომელი მუხლის საფუძველზე წამოხტით და მეჩრებით სიტყვაში?" - ბერდია სიჭინავა გორდულაძეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოში ხმაური იყო - არჩილ გორდულაძემ ბერდია სიჭინავას მიმართა, მოსარჩელე მხარეს კი არა სასამართლოს ესაუბროს და „ზრდილობას მოუხმოს“, სიჭინავამ კი მას ქცევა დაუწუნა - მოსამართლემ ორივეს კორექტულობისკენ მოუწოდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება შს მინისტრს და მის მოადგილეებს, (ესე წერია, გიორგი გახარია არ წერია), კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუციათ. ბრალში რა წერია? გიორგი გახარიას ედავებიან ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას. ხშირად გამოდიოდა აქ ბატონი გორდულაძე და ბრძანებდა, რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ, ასობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რომლითაც დადგინდა რაღაც ახალი გარემოებები“
ბერდია სიჭინავა
„ბატონო თავმჯდომარე, ძალიან გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენსკენ მითითებებს თავი დაანებოს.... ელემენტარული არის ხომ, ახლა დიდი პალატის გადაწყვეტილებას ციტირებდა აქ და ისიც დაგავიწყდათ ბატონო ბერდია, რომ მაგ გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფომ გამოიძიოს დამნაშავე პირების ჩადენილი ქმედებებიო და ამ ყველაფრის მერე იყო ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელზედაც მე ვსაუბრობდი. ამიტომ, მე თუ მომმართავთ, მიიღებთ პასუხს და ძალიან გთხოვთ სასამართლოს მიმართეთ რა... მიუხედავად იმისა, რომ ტყუილებს ლაპარაკობთ,“
არჩილ გორდულაძე
„ბატონო არჩილ, თქვენ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით. ახლა მითხარით ორგანული კანონის რომელი მუხლის საფუძველზე წამოხტით და მეჭრებით სიტყვაში...“
„ზრდილობას მოუხმეთ ბატონო ბერდია... თავი დაიმშვიდეთ, თავი დაიწყნარეთ და კეთილი ინებეთ და სასამართლოს ელაპარაკეთ“
არჩილ გორდულაძე
„ბატონო ბერდია, ბატონ არჩილს როგორც მხარეს, ისევე როგორც ნებისმიერ მხარეს, პირველ რიგში აქვს უფლება, რომ თავისი მოსაზრება დააფიქსიროს პროტესტის სახით. ახლა რაც შეეხება ბატონი არჩილის შენიშვნას, დიდად საფუძვლიანად მე ვერ ჩავთვალე, მაგრამ თქვენ პასუხის გაცემა არ მაცალეთ. მაგრამ მერე თქვენი შეფასება რაც იყო, "ნუ წამოხტებით" და კიდევ იყო ერთი სიტყვა, ეს უკვე კორექტულობის ფარგლებს გასცდა და ამ კუთხით გაძლევთ შენიშვნას, თორემ დანარჩენი გააგრძელეთ, ის, რომ ბატონ არჩილი, თქვენს განცხადებას იშველიებს მხარე და მოგმართავთ, ამაში უცხო და განსაკუთრებული არაფერი არ არის,“
რევაზ ნადარაია
„და კიდევ იყო ერთი სიტყვა, ეს უკვე კორექტულობის ფარგლებს გასცდა და ამ კუთხით გაძლევთ შენიშვნას, თორემ დანარჩენი გააგრძელეთ, ის, რომ ბატონ არჩილი, თქვენს განცხადებას იშველიებს მხარე და მოგმართავთ, ამაში უცხო და განსაკუთრებული არაფერი არ არის,“
რევაზ ნადარაია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე გიორგი სიორიძეზე - ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს, ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიწყნაროს - ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები