პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბერდია სიჭინავა საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პროცესი არც უნდა მიმდინარეობდეს სასამართლოში, საერთოდ წარმოებაც არ უნდა დაწყებულიყო

გახარია საქართველოსთვისსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

ბერდია სიჭინავას განცხადებით, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი იმდენად დაუსაბუთებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებაც არ უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, სასამართლო მმართველი პარტიის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემა "ღამის კურიერში" საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა განიხილება.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, სარჩელი იმდენად დაუსაბუთებელი და გაურკვეველია, რომ ის არც კი უნდა განიხილებოდეს.

აქვე, ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, საკონსტიტუციო სასამართლო "ქართული ოცნების" სარჩელს სრულად დააკმაყოფილებს.

"არ მგონია, ამ ქვეყანაში ცხოვრობდეს ადამიანი, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, რომ რაიმე ტიპის განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს იმისგან, რაც კონსტიტუციურ სარჩელში აქვს მოთხოვნილი "ოცნებას" ჩვენს პარტიასთან მიმართებით.

ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, მოპასუხე მხარეების მიერ დაყენებული, არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, მათ შორის ჩვენი დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სხდომის გადადებას, რაც არის სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა. საკონსტიტუციო სასამართლომ, თავის რეგლამენტის დარღვევით, უარი გვითხრა სხდომის გადადებაზე, რათა მოვმზადებულიყავით და შესაგებებელი სიტყვა წარმოგვეთქვა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს პროცესი ფაქტობრივად არც უნდა მიმდინარეობდეს, იმდენად დაუსაბუთებელია სარჩელი. ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით ვიტყვი - საერთოდ წარმოებაც კი არ უნდა დაწყებულიყო, ამ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით და უნდა შეწყვეტილიყო.

გამოყოფის საკითხთან დაკავშირებითაც უარი თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იცოდეს კონსტიტუციური სარჩელით რას ედავება მას, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის, რომელი წინადადების დარღვევას, რომელი მიზანი გვამოძრავებს ჩვენ ისეთი, რომელიც კონსტიტუციურ პრინციპებთან არის შეუთავსებელი.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა ადგილას ხელოვნურად, ნაგლეჯ-ნაგლეჯ არის საკონსტიტუციო საქმეში ჩაკერებული სხვადასხვა ტიპის საკითხები", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არ მგონია, ამ ქვეყანაში ცხოვრობდეს ადამიანი, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, რომ რაიმე ტიპის განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს იმისგან, რაც კონსტიტუციურ სარჩელში აქვს მოთხოვნილი "ოცნებას" ჩვენს პარტიასთან მიმართებით. ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, მოპასუხე მხარეების მიერ დაყენებული, არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, მათ შორის ჩვენი დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სხდომის გადადებას, რაც არის სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა. საკონსტიტუციო სასამართლომ, თავის რეგლამენტის დარღვევით, უარი გვითხრა სხდომის გადადებაზე, რათა მოვმზადებულიყავით და შესაგებებელი სიტყვა წარმოგვეთქვა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს პროცესი ფაქტობრივად არც უნდა მიმდინარეობდეს, იმდენად დაუსაბუთებელია სარჩელი. ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით ვიტყვი - საერთოდ წარმოებაც კი არ უნდა დაწყებულიყო, ამ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით და უნდა შეწყვეტილიყო. გამოყოფის საკითხთან დაკავშირებითაც უარი თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იცოდეს კონსტიტუციური სარჩელით რას ედავება მას, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის, რომელი წინადადების დარღვევას, რომელი მიზანი გვამოძრავებს ჩვენ ისეთი, რომელიც კონსტიტუციურ პრინციპებთან არის შეუთავსებელი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა ადგილას ხელოვნურად, ნაგლეჯ-ნაგლეჯ არის საკონსტიტუციო საქმეში ჩაკერებული სხვადასხვა ტიპის საკითხები“
ბერდია სიჭინავა
„ჩვენს პარტიასთან მიმართებით. ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, მოპასუხე მხარეების მიერ დაყენებული, არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, მათ შორის ჩვენი დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სხდომის გადადებას, რაც არის სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა. საკონსტიტუციო სასამართლომ, თავის რეგლამენტის დარღვევით, უარი გვითხრა სხდომის გადადებაზე, რათა მოვმზადებულიყავით და შესაგებებელი სიტყვა წარმოგვეთქვა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს პროცესი ფაქტობრივად არც უნდა მიმდინარეობდეს, იმდენად დაუსაბუთებელია სარჩელი. ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით ვიტყვი - საერთოდ წარმოებაც კი არ უნდა დაწყებულიყო, ამ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით და უნდა შეწყვეტილიყო. გამოყოფის საკითხთან დაკავშირებითაც უარი თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იცოდეს კონსტიტუციური სარჩელით რას ედავება მას, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის, რომელი წინადადების დარღვევას, რომელი მიზანი გვამოძრავებს ჩვენ ისეთი, რომელიც კონსტიტუციურ პრინციპებთან არის შეუთავსებელი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა ადგილას ხელოვნურად, ნაგლეჯ-ნაგლეჯ არის საკონსტიტუციო საქმეში ჩაკერებული სხვადასხვა ტიპის საკითხები“
ბერდია სიჭინავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბერდია სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს - ისტორია შეაფასებს ყველას, მოსარჩელესაც, მოპასუხესაც და სასამართლოსაც - მინდა გთხოვოთ, იდგეთ ისტორიის, დემოკრატიის და კონსტიტუციის ერთგულების მხარესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები