ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ორგანული კანონის რომელი მუხლის საფუძველზე წამოხტით და მეჩრებით სიტყვაში?" - ბერდია სიჭინავა გორდულაძეს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე განხილვისას გახარიას გუნდის წევრ ბერდია სიჭინავასა და „ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სიჭინავამ გორდულაძე სიტყვაში შეჭრაში დაადანაშაულა, რის გამოც მოსამართლეს მხარეების დამშვიდება დასჭირდა.

სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში - მაშინ როცა გახარიას გუნდის წევრი, ბერდია სიჭინავა 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას იხილავდა, მან სიტყვით მიმართა არჩილ გორდულაძესაც, რასაც "ოცნების" წევრის პროტესტი მოჰყვა. მან სიჭინავას სიტყვა გააწყვეტინა:

"ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ მითითებს თავის დაანებოს" - განაცხადა გორდულაძემ.

ამის პასუხად, ბერდია სიჭინავამ არჩილ გორდულაძეს უთხრა, რომ "სიტყვაში ეჩრება".

"დამშვიდდით" - ასე ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას სხდომაზე მოსამართლე რევაზ ნადარაია.

ბერდია სიჭინავა:Რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას და მის მოადგილეებს არ გაუციათ. ეს წერია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. გიორგი გახარიას ედავებიან ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ორგანიზებას. ხშირად გამოდიოდა აქ ბატონი გორდულაძე და ბრძანებდა რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ ასობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რომლითაც დადგინდა რაღაც ახალი გარემოებები.

არა ბატონო არჩილ, 121 ტომიანი საქმეა და მხოლოდ 40-მდე ფურცელი არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მერე შედგენილი ამ საქმეში, მანამდე რა გამოძიებაც წარმოებულია, მათ შორის წარმოებულია გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის და პრემიერ მინისტრობის დროს და მას რომ სდომოდა საკუთარი პასუხისმგებლობისგან რაიმე ფორმით გაქცევა, აი მასალებს რომელიც დევს სისხლის სამართლის საქმეში, სხვა შეფასება მიეცემოდა.

არჩილ გორდულაძე: ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ მითითებს თავის დაანებოს. დიდი პალატის გადაწყვეტილებას ციტირებთ და ისიც დაგავიწყდათ, რომ მაგ გადაწყვეტილებაში ისიც წერია, რომ გამოიძიოს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედებებიო და ის მოქმედებები, რომელზეც მე ვსაუბრობდი, ამიტომ მე თუ მომმართავთ, მიიღებთ პასუხს და ძალიან გთხოვთ სასამართლოს მიმართეთ, თან ტყუილებს ლაპარაკობთ ბევრს.

ბერდია სიჭინავა: ბატონო არჩილ, თქვენ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით, ახლა Მითხარით ორგანული კანონის რომელი მუხლის საფუძველზე წამოხტით და მეჩრებით სიტყვაში?

არჩილ გორდულაძე: თავი დაიწყნარე, თავი დაიმშვიდე და კეთილი ინებე, სასამართლოს ელაპარაკე.

ბერდია სიჭინავა: ბატონო არჩილ დაიმშვიდეთ ნერვები, ქალთან ქცევა თქვენ არ იცით, კაცთან, პარლამენტში მოქცევა თქვენ არ იცით.

არჩილ გორდულაძე: ბატონო მოსამართლევ, მხარემ ზრდილობას მოუხმოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოში ხმაური იყო - არჩილ გორდულაძემ ბერდია სიჭინავას მიმართა, მოსარჩელე მხარეს კი არა სასამართლოს ესაუბროს და „ზრდილობას მოუხმოს“, სიჭინავამ კი მას ქცევა დაუწუნა - მოსამართლემ ორივეს კორექტულობისკენ მოუწოდა
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ზრდილობას მოუხმეთ ბატონო ბერდია... თავი დაიმშვიდეთ, დაიწყნარეთ და კეთილი ინებეთ და სასამართლოს ელაპარაკეთ" - კამათი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე გიორგი სიორიძეზე - ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს, ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიწყნაროს - ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები