ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა

საქართველოს რკინიგზა

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომაზე ალი ასადოვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტად გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართაPOSTV

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მხარეებმა გასული წლების განმავლობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის მნიშვნელობას, საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ენერგეტიკის სფეროში წარმატებულ პარტნიორობას და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ერთმანეთის ტრადიციებისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემით და სწორედ ეს ურთიერთპატივისცემა იყო და რჩება ორი ქვეყნის პარტნიორობის მყარ საფუძვლად. მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორობას თან სდევს უმაღლეს დონეზე არსებული რეგულარული პოლიტიკური დიალოგი. ამ კონტექსტში მან გამოყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ურთიერთობების განვითარებისა და კიდევ უფრო გაღრმავების ორმხრივი ინტერესი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი. შესაბამისად, ქართული მხარე მიესალმება მეზობელ ქვეყნებს შორის დაწყებულ სამშვიდობო პროცესს და იმედს გამოთქვამს, რომ ის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და ეკონომიკური განვითარების წინაპირობა გახდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა ეკონომიკური კავშირების მუდმივ გაღრმავებაზე მიუთითებს. მან აღნიშნა, რომ მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის კიდევ უფრო მეტად წახალისება.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს. ორი ქვეყნის საერთო მიზანია აღნიშნული მარშრუტის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდა.

მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საქართველო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, დასრულებულია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და გრძელდება ქვეყნის რკინიგზის რესურსების კიდევ უფრო მეტად განვითარება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განუყოფელ ნაწილად იქცა და კმაყოფილება გამოთქვა პროექტის წარმატებით დასრულების გამო. მან ასევე განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტები მომავალში კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, რაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთ მნიშვნელოვან განზომილებად ენერგეტიკა დაასახელა. მისი თქმით, ერთობლივად განხორციელებული პროექტები — ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი – უკვე მრავალი წელია, ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირება და სამხრეთ კავკასიის ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან მჭიდრო დაკავშირება.

მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს. ირაკლი კობახიძემ ქართული მხარის მზადყოფნა დაადასტურა არსებული კავშირების გაძლიერებისა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობისთვის.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ორივე ქვეყნისთვის.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ალი ასადოვის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ხოლო აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს მრავალსაუკუნოვანი ძმური და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

მან აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დინამიკა თანამშრომლობის გაღრმავებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო აპრილში ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში და მაისში ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანში. მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტები და გაფორმებული შეთანხმებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთობების სტრატეგიულ შინაარსს და ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.

ალი ასადოვმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის უჭერენ მხარს ერთმანეთს, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში.

მისი განცხადებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება. საქართველო აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტად გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარს მიაღწია. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ასევე დადებითად შეაფასა საინვესტიციო თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ალი ასადოვის თქმით, ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი, რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებულ როლს ასრულებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება. მხარეები ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტზე მუშაობენ, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ტრანსპორტი და ტრანზიტი თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობს. მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა და გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.

ალი ასადოვმა კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანული და ქართული თემების როლზე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებაში. მისი თქმით, მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველყოფა და შესაბამისი სკოლების მიღწევები ხალხებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

ალი ასადოვმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და გამოთქვა რწმენა, რომ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ოქმს.

ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი საერთაშორისო საავტომობილო გამტარი პუნქტის „აბრეშუმის გზა“-„იფექ-იოლუ“ პრაქტიკული ფუნქციონირების შესახებ, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმები ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურისაქართველო-აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია - ალი ასადოვი
  2. იმედინიუსისამთავრობოალი ასადოვი: საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, გასული წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზეა გადასული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება
  3. პირველი არხისამთავრობოალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზეა გადასული
  4. რუსთავი 2სამთავრობოალი ასადოვი: საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზეა გადასული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება
  5. POSTVსამთავრობოალი ასადოვი: „საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასული წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზეა გადასული. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება“
  6. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა
  7. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რა შეთანხმებები გაფორმდა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მე-11 სხდომაზე?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები