პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველო-აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია - ალი ასადოვი

საქართველოს მთავრობაეკონომიკის სამინისტრო

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წელს 9 თვეში 40%-ზე მეტად გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანული ინვესტიციები საქართველოში დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საქართველო-აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია - ალი ასადოვი
BM.GE

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში დაკონკრეტებული არ არის რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დღეს ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები.

ალი ასადოვმა ასევე თქვა, რომ ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.

"ჩვენ ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტზე ვმუშაობთ, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტრანსპორტი და ტრანზიტი ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა. ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ასადოვმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა სავაჭრო ურთიერთობებზეც და აღნიშნა, რომ წელს 9 თვეში სავაჭრო ბრუნვა 40%-იან ზრდას აჩვენებს.

"სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება. საქართველო აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 40%-ზე მეტად გაიზარდა და გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 1 მლრდ დოლარს მიაღწია. ინვესტიციების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს. აზერბაიჯანი საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს, რაც რიცხვებში დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენს მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი რეგიონისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრულ როლს თამაშობს“, - განაცხადა ასადოვმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 7
  1. იმედინიუსისამთავრობოალი ასადოვი: საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, გასული წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზეა გადასული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება
  2. პირველი არხისამთავრობოალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზეა გადასული
  3. რუსთავი 2სამთავრობოალი ასადოვი: საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზეა გადასული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება
  4. POSTVსამთავრობოალი ასადოვი: „საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასული წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისებრივად ახალ ეტაპზეა გადასული. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან დადებითი დინამიკით ვითარდება და თანმიმდევრულად ფართოვდება“
  5. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა
  6. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა
  7. POSTVსამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავება - ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა ეკონომიკური პარტნიორობის ახალი მიმართულებები და ერთობლივი პროექტები განიხილესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები