ირაკლი კობახიძე – საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტები მრავალი წელია, ემსახურება საიმედო ტრანზიტს, რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ენერგეტიკული პროექტები წლებია საიმედო ტრანზიტსა და ევროპის ენერგოუსაფრთხოებას ემსახურება, ქვეყანა კი პარტნიორებთან ერთად „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაშიც მონაწილეობს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა. ერთობლივად განხორციელებული პროექტები – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას.
საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირება და სამხრეთ კავკასიის ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან მჭიდრო დაკავშირება“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს.
„მზად ვართ, გავაძლიეროთ არსებული კავშირები და ხელი შევუწყოთ ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, დღევანდელი სხდომა შესაძლებლობას გვაძლევს, შევაჯამოთ მიღწეული შედეგები, განვიხილოთ არსებული გამოწვევები და შევთანხმდეთ სამომავლო პრიორიტეტებზე. დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაირაკლი კობახიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას
პრემიერი: საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები. ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტს
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანთან ენერგეტიკაში კავშირების გაძლიერებისთვის მზაობას აცხადებს
ირაკლი კობახიძე: „საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა. ერთობლივად განხორციელებული პროექტები – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე მრავალი წელია, ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას“
ციტატები სტატიიდან
„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა. ერთობლივად განხორციელებული პროექტები – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი უკვე მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველო, აზერბაიჯანთან, რუმინეთსა და უნგრეთთან ერთად, მონაწილეობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ განვითარებაში, რომლის მიზანია განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირება და სამხრეთ კავკასიის ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან მჭიდრო დაკავშირება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…