პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6% შეადგინა, პრიორიტეტია, ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2026 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7,6% შეადგინა, მთავრობის პრიორიტეტი კი ამ შედეგების სოფლისა და მთიან რეგიონებზე ასახვაა.

ირაკლი კობახიძე: საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6% შეადგინა, პრიორიტეტია, ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს
რუსთავი 2

საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს.

"საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა. მსოფლიო ბანკმა ახლახან საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7 პროცენტამდე გაზარდა. ამავე ორგანიზაციის პროგნოზით, 2026–2028 წლებში საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს.

ჩვენი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს, რომელთა საარსებო წყაროები უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, დაცულ ტერიტორიებს, ტყის აღდგენასა და მდგრად ტურიზმს ადგილობრივი განვითარების მამოძრავებელ ძალად ვაქცევთ, რათა ბუნების დაცვამ სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები შექმნას არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ მათ ფარგლებს გარეთაც.

გრძელვადიანი შედეგების მიღწევა ასევე მოითხოვს თანამშრომლობას საზღვრებს მიღმა. სამხრეთ კავკასიაში საერთო ეკოსისტემები რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. საქართველო მზად არის, მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიცვას ჩვენი საერთო ბუნებრივი მემკვიდრეობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ინარჩუნებსეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, 2026 წლისპირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდისსაშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, ჩვენიპრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკურიზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონებისმოსახლეობაზეც აისახოს, რომელთა საარსებოწყაროები უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზეადამოკიდებული
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს
  3. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა. ჩვენი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს, რომელთა საარსებო წყაროები უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები