პრემიერი: საშუალო ეკონომიკური ზრდა 3 კვარტლის მონაცემებით არის 7,4%, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წინასწარ პროგნოზს მნიშვნელოვნად ვაჭარბებთ, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ასევე ხელი შეუწყო მაღალი ტემპის შენარჩუნებას, არის კორუფციის დამარცხება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამი კვარტლის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ 7,4% შეადგინა, რაც საერთაშორისო პროგნოზებს აჭარბებს. მისი თქმით, ამ ტემპის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ზედა დონეზე კორუფციის დამარცხება იყო.

საშუალო ზრდა 3 კვარტლის მონაცემებით არის 7,4%. ეს ნიშნავს იმას, რომ სავალუტო ფონდის წინასწარ პროგნოზს და ასევე მსოფლიო ბანკის წინასწარ პროგნოზს მნიშვნელოვნად ვაჭარბებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ წლის ბოლოსაც ეს პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდება.
"ამ ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები. ეს არის, პირველ რიგში, საერთო ეკონომიკური გარემო, რომელიც არის შექმნილი, ჩვენი სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა და ბიუროკრატიის სიმარტივე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. ასევე, ცალკე მინდა გამოვყო, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტური და ეფექტიანი მუშაობა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ასევე ხელი შეუწყო მაღალი ტემპის შენარჩუნებას, არის კორუფციის დამარცხება ზედა დონეზე. ამ კუთხით გვქონდა გამოწვევები, თუმცა პრინციპულად გადავჭერით ეს საკითხი. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რომ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის იგივე ტემპი, რაც გვქონდა გასულ წელს, მაშინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ თუნდაც ჩვენს რეგიონს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველგან არის ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებული რეგიონული და გლობალური პროცესებიდან გამომდინარე და ამ ფონზე, ჩვენ მოვახერხეთ იგივე ტემპის შენარჩუნება.კორუფციასთან ბრძოლა ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო", - აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ამ ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები. ეს არის, პირველ რიგში, საერთო ეკონომიკური გარემო, რომელიც არის შექმნილი, ჩვენი სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა და ბიუროკრატიის სიმარტივე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. ასევე, ცალკე მინდა გამოვყო, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტური და ეფექტიანი მუშაობა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ასევე ხელი შეუწყო მაღალი ტემპის შენარჩუნებას, არის კორუფციის დამარცხება ზედა დონეზე. ამ კუთხით გვქონდა გამოწვევები, თუმცა პრინციპულად გადავჭერით ეს საკითხი. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რომ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის იგივე ტემპი, რაც გვქონდა გასულ წელს, მაშინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ თუნდაც ჩვენს რეგიონს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველგან არის ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებული რეგიონული და გლობალური პროცესებიდან გამომდინარე და ამ ფონზე, ჩვენ მოვახერხეთ იგივე ტემპის შენარჩუნება.კორუფციასთან ბრძოლა ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…