ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება მომგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის, ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია

საკონსტიტუციო სასამართლო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული პროცესი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ემსახურება, რადგან ქვეყნის სისტემას ჯანსაღი ოპოზიცია სჭირდება. მისი მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავადვე ადასტურებენ, თუ რატომ არიან ასაკრძალები.

პრემიერი: სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება მომგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის, ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია
პრემიერი: სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება მომგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის, ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიციარუსთავი 2

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მომგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება ის პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესში აღნიშნული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები თავადვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები.

„ხედავთ, რომ არსად რესურსი არ აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს. ასეთ დროს თეორიულად შეიძლება დასვან კითხვა, თუ ასეთი სუსტია ამ პარტიათა ერთობლიობა, რა საჭიროა მათი აკრძალვა. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. რა თქმა უნდა, სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მომგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება ის პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში.

თვალყურს ვადევნებდი გამოსვლებს, მათ შორის, ამ ძალების წარმომადგენლების გამოსვლებს და სასაცილო ის არის, რომ თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები. მათ შორის, საკუთარი განცხადებებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით და ა.შ. თვითონვე მიაქვთ საკუთარი პირით მტკიცებულებები საკუთარ აკრძალვასთან დაკავშირებით. ძალიან თვალნათელი გახდება სრულიად საზოგადოებისთვის მე ვფიქრობ ამ დღეების შემდეგ, თუ რატომ არის ეს პოლიტიკური პარტიები ასაკრძალი. ეს ისედაც იცის ჩვენმა საზოგადოებამ, თუმცა ამის დამატებით მტკიცებულებებს იხილავენ სასამართლო პროცესზე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი პარტიების აკრძალვის სარჩელზე: მარტივი საკითხია დასმული, ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას და ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები