პრემიერი: “არის გარკვეული შიდა მოსაზრებები ოპოზიციაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა წასულიყვნენ ეს პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში. მე ამას დავეთანხმებოდი. იმდენი რამე თქვეს სარჩელის გასამყარებლად, რომ მათთვის ნამდვილად კონტრპროდუქტიულია საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებზე დასწრება”
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების გამოსვლები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს ამყარებს, რის გამოც სხდომებზე მათი დასწრება კონტრპროდუქტიულია.

„გავიხსენებ განცხადებას ერთიანი ორგანიზმის შესახებ, რაც გააკეთა ბატონმა გვარამიამ. ესეც ძალიან საინტერესო განცხადება იყო, რომელიც მოსარჩელეს ძალიან გამოადგება ამ პროცესში”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
“რეალურად, საკუთარი გამოსვლებით ისინი კიდევ უფრო მეტად ამყარებენ ამ სარჩელს. არის გარკვეული შიდა მოსაზრებები ოპოზიციაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა წასულიყვნენ ეს პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოში. მე ამას დავეთანხმებოდი.
იმდენი რამე თქვეს სარჩელის გასამყარებლად, რომ მათთვის ნამდვილად კონტრპროდუქტიულია საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომებზე დასწრება“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაპრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: მშრალი პოლიტიკური განცხადებებია, ვერაფერს უპირისპირებენ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია რომ ეს პარტიები, 2003 წლიდან, არიან დაკავებულები საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესახებ: “არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ – რომ ეს პოლიტიკური პარტიები, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან, არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ”
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებებით მხოლოდ და მხოლოდ ამყარებენ სარჩელს - მათი პასუხები არის სრულიად არადამაჯერებელი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები და ვერაფერს უპირისპირებენ დასაბუთებულ სარჩელს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…