პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - მრავალი წელი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით ცვლილება არ გვაქვს, გვჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა აზერბაიჯანის მიმართ, რაზეც მეგობრული პასუხი მივიღეთ - შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის დაჩქარებაზე, მათ შორის დავით გარეჯის საკითხზე. მისი თქმით, ჯამში 15 შეუთანხმებელი მონაკვეთია დარჩენილი.

ირაკლი კობახიძე - მრავალი წელი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით ცვლილება არ გვაქვს, გვჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა აზერბაიჯანის მიმართ, რაზეც მეგობრული პასუხი მივიღეთ - შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები
ინტერპრესნიუსი

შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან - მრავალი წელია, არ გვაქვს არავითარი ცვლილება და პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ შედეგს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი მონაკვეთი, რომელზეც ჯერ შეთანხმება არ არის მიღწეული, ჯამში 15-ია.

„ჩვენ, როგორც კომისიის სხდომაზე, ისე ორმხრივ შეხვედრაზე, შევეხეთ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს და ამის ნაწილია დავით გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. გამოვთქვით იმედი, რომ სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. გასული მრავალი წლის განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით არანაირი ცვლილება არ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანული მხარის მიმართ, რაზეც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ.

ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან. მრავალი წელია, არ გვაქვს არავითარი ცვლილება და პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით. სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ შედეგს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად, მეგობრულ რეჟიმში და განვიხილოთ თითოეული მონაკვეთი, რაზეც შეთანხმება მიღწეული არ არის. ასეთი ზუსტად 15 მონაკვეთია და 15-ვე მონაკვეთთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურირა შეთანხმებას მიაღწია კობახიძემ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის საკითხზე - პრემიერის კომენტარი
  2. ალიაოპოზიციური“ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანის მიმართ” – რას პასუხობს აზერბაიჯანი დავით–გარეჯზე ოცნებას?
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი დავით გარეჯზე: 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც, გამოვთქვით იმედი, რომ დავაჩქარებთ პროცესებს
  5. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრისას შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს, რომლის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია, შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ პროცესებს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: აზერბაიჯანს ჰყავს ძალიან ღირსეული ლიდერი, პრეზიდენტი ალიევი და ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, არის გარკვეული საკითხები, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია და რაზეც შესაჯერებელია პოზიციები, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია დავით გარეჯის საკითხიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები