პრემიერი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც, გამოვთქვით იმედი, რომ დავაჩქარებთ პროცესებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ, რაც გარეჯის მონასტერსაც მოიცავს. მისი თქმით, შეთანხმება დაახლოებით 15 მონაკვეთზე ჯერ მიღწეული არ არის.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებო საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.
"როგორც კომისიის სხდომაზე, ისე ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. არანაირი ცვლილება არ გვაქვს გასული მრავალი წლის განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით და ჩვენ გვჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანული მხარის მიმართ, რაზეც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ პროცესებს, რომელიც იქნება დაკავშირებული საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მეგობრულ რეჟიმში უნდა იქნას განხილული ის მონაკვეთები, რაზეც შეთანხმება არ არის მიღწეული და ასეთი მონაკვეთი დაახლოებით თხუთმეტია.
მრავალი წელია არ გვაქვს არავითარი ცვლილება, არავითარი პროგრესი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით და სადაც არ გვქონდა პროგრესი, იქ გვინდა, რომ სწრაფ პროგრესს მივაღწიოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად. მეგობრულ რეჟიმში უნდა განვიხილოთ თითოეული მონაკვეთი, რაზეც შეთანხმება არ არის მიღწეული. ასეთი არის დაახლოებით, 15 მონაკვეთი, და თხუთმეტივე მონაკვეთთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. მთავარია საკითხი პრინციპულად გადაიჭრას და ამისათვის არის არსებითი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დასრულება, წინსვლა ამ მიმართულებით და სწორედ ამაზე გვქონდა დღეს საუბარი", - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიარა შეთანხმებას მიაღწია კობახიძემ აზერბაიჯანთან დავით გარეჯის საკითხზე - პრემიერის კომენტარი
“ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანის მიმართ” – რას პასუხობს აზერბაიჯანი დავით–გარეჯზე ოცნებას?
ირაკლი კობახიძე - მრავალი წელი საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით ცვლილება არ გვაქვს, გვჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა აზერბაიჯანის მიმართ, რაზეც მეგობრული პასუხი მივიღეთ - შევთანხმდით, რომ დავაჩქაროთ პროცესები
პრემიერი დავით გარეჯზე: 35 წელია ვერ განხორციელდა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია და რაც ვერ განხორციელდა 35 წლის განმავლობაში, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება
ირაკლი კობახიძე – აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრისას შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს, რომლის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია, შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ პროცესებს
ციტატები სტატიიდან
„როგორც კომისიის სხდომაზე, ისე ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს და ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. არანაირი ცვლილება არ გვაქვს გასული მრავალი წლის განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით და ჩვენ გვჭირდება სწრაფი წინსვლა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანული მხარის მიმართ, რაზეც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ პროცესებს, რომელიც იქნება დაკავშირებული საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…