ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობა, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობა, შუა დერეფნის პერსპექტივები და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის როლი განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია და ამას ექსპორტ-იმპორტის მზარდი მონაცემებიც ადასტურებს. საუბარი ასევე შეეხო საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში აქტიურ თანამშრომლობას. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ენერგეტიკული მიმართულებით წარმატებულ პარტნიორობას, რასაც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის პერსპექტივები და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონული სატრანსპორტო დაკავშირებადობის განვითარებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძე აზერბაიჯანის პრემიერს სიღნაღში შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: “ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ჩვენი მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის კიდევ უფრო მეტად წახალისება”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები