ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალი ასადოვი: ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ, ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის განცხადებით, ორი ქვეყნის ინტერესებშია თანამშრომლობის გაფართოება და შუა დერეფნის განვითარება, რომლის ფარგლებშიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

ალი ასადოვი: ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ, ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია
ალი ასადოვი: ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ, ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშიარუსთავი 2

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.

როგორც ალი ასადოვმა აღნიშნა, ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.

"ჩვენ ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტზე ვმუშაობთ, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტრანსპორტი და ტრანზიტი ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა. ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია.

კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო, როგორც ყოველთვის, ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობა, ვიმედოვნებ, ახლო მომავალში დაიწყება.

ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები აზერბაიჯანული და ქართული თემის როლი განსაკუთრებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებაში. მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველყოფა და შესაბამისი სკოლების მიღწევები ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს", - განაცხადა ალი ასადოვმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოალი ასადოვი: ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ, ჩვენს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია
  2. პირველი არხისამთავრობოალი ასადოვი – ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად ვმუშაობთ
  3. POSTVსამთავრობოალი ასადოვი: „ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. ჩვენს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია“
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიალი ასადოვი - ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ, რომლის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა - ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ევროპაში მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტზე ვმუშაობთ, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტრანსპორტი და ტრანზიტი ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ. შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა. ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგია. კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო, როგორც ყოველთვის, ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ახალი შენობის მშენებლობა, ვიმედოვნებ, ახლო მომავალში დაიწყება. ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები აზერბაიჯანული და ქართული თემის როლი განსაკუთრებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებაში. მშობლიურ ენაზე განათლების უზრუნველყოფა და შესაბამისი სკოლების მიღწევები ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობების გაძლიერებას უწყობს ხელს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს“
ალი ასადოვი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ეწვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები