ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა, სადაც მხარეებმა ეკონომიკური კავშირები, ენერგეტიკული თანამშრომლობა და შუა დერეფნის პერსპექტივები განიხილეს.

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდაპირველი არხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს და ფორმატის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავებისთვის.

აღინიშნა, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია და ამას ექსპორტ-იმპორტის მზარდი მონაცემებიც ადასტურებს. საუბარი ასევე შეეხო საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში აქტიურ თანამშრომლობას. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ენერგეტიკული მიმართულებით წარმატებულ პარტნიორობას, რასაც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის პერსპექტივები და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონული სატრანსპორტო დაკავშირებადობის განვითარებაში.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძე აზერბაიჯანის პრემიერს სიღნაღში შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალი ასადოვი: ტრანსპორტი და ტრანზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ, ჩვენს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები