კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერს სიღნაღში შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიღნაღში აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვს პირისპირ შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შორის სიღნაღში პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო APA აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კობახიძემ და ასადოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა საკითხი, ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური თემები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა დაიწყება.
ალი ასადოვი, აზერბაიჯანის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით 29 ოქტომბერს ჩამოვიდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…