ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჩვენი მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება" - პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის მიზანია აზერბაიჯანთან ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება და შუა დერეფნის გაძლიერება. ოფიციალური მონაცემებით, 9 თვეში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 14.1%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 109 მილიონ დოლარს მიაღწია.

"ჩვენი მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება" - პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე
"ჩვენი მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების განვითარება" - პრემიერი აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზეBM.GE

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო მიზანია ვაჭრობაში მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს.

„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას საქართველოში და თანათავმჯდომარის რანგში გავხსნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს. ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ერთმანეთის ტრადიციებისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემით, და სწორედ ეს ურთიერთპატივისცემა იყო და რჩება ჩვენი პარტნიორობის მყარ საფუძვლად. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას თან სდევს უმაღლეს დონეზე არსებული რეგულარული პოლიტიკური დიალოგი. ამ კონტექსტში, მსურს, გამოვყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტი საქართველოში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ურთიერთობების განვითარებისა და კიდევ უფრო გაღრმავების ორმხრივი ინტერესი.

დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი. შესაბამისად, მივესალმებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის დაწყებულ სამშვიდობო პროცესს და იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და მისი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა გახდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა ეკონომიკური კავშირების მუდმივ გაღრმავებაზე მიუთითებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის კიდევ უფრო მეტად წახალისება.

„სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს. ჩვენი საერთო მიზანია აღნიშნული მარშრუტის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდა.

ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, დასრულებულია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და გრძელდება ჩვენი რკინიგზის რესურსების კიდევ უფრო მეტად განვითარება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განუყოფელ ნაწილად იქცა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ამ პროექტის განხორციელება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტები მომავალში კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, რაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. წელს 9 თვეში აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა 14.1%-ით 1 მილიარდ 109 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ვაჭრობაში აზერბაიჯანმა 5.4%-იანი წილით პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ 9 თვის მონაცემებით, მეზობელ ქვეყანასთან სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება. თუმცა ექსპორტის ასეთი მაღალი მაჩვენებელი აზერბაიჯანში ავტომობილების მოცულობითი რეექსპორტით არის განპირობებული, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მცირდება.

წელს საქართველომ ამ მიმართულებით ექსპორტი 6.9%-ით 566 მილიონ 665 ათას დოლარამდე გაზარდა და ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში ყირგიზეთის და ჩინეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.

საქართველომ აზერბაიჯანიდან 542 მილიონ 501 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი იყიდა. იმპორტი წლიურად 22.9%-ით გაიზარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, ჩვენი მიზანია შედეგების განვითარება, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, საინვესტიციო აქტივობის მეტად წახალისება
  2. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: “ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ჩვენი მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის კიდევ უფრო მეტად წახალისება”
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ალი ასადოვი - ჩვენი ქვეყნები შუა დერეფნის განვითარებაზე ერთობლივად მუშაობენ, რომლის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლა, ასევე გამტარუნარიანობის 5 მილიონ ტონამდე გაზრდა - ეს წარმატებული ერთობლივი საქმიანობის შედეგიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები