ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთში დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის ქარხანა იწვის

რუსეთის სამარის ოლქში, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და დაიხურა ქალაქის აეროპორტი.

რუსეთში დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის ქარხანა იწვის
რუსეთში დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობის ქარხანა იწვისბათუმელები

რუსეთში, სამარის ოლქში, ნოვოკუიბიშევსკში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონის თავდასხმის შემდეგ იწვის.

ტელეგრამ-არხები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს აშუქებენ, Astra და Exilenova+, წერენ, რომ 30 ნოემბრის დილით, ნოვოკუიბიშევსკის მაცხოვრებლებმა აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის განგაშის შესახებ შეიტყვეს.

რეგიონში დრონების საფრთხეზე განგაში ოფიციალურად დილის 6:00 საათზე გამოცხადდა, ამ დროისთვის თავდასხმა უკვე მიმდინარეობდა. დაიხურა ქალაქის აეროპორტი.

უკრაინული მედიის ცნობით, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 20-ზე მეტი სახეობის ნავთობპროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ევრო-5 სტანდარტის საავტომობილო ბენზინს და დიზელის საწვავს, საავიაციო საწვავს (რუსეთის საჰაერო ძალებისთვის) და ა.შ.

ფოტო: Exilenova+/telegram

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირუსეთში დრონებით შეტევა იყო მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
  2. ფორმულაოპოზიციურირუსეთში სამარის ოლქში უკრაინული დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ნავთობქარხანა დაიწვა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დაცვა, გაუქმება!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები