ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

დრონებით შეტევა იყო რუსული „როსნეფტის“ ქარხანაზე სამარაში

რუსეთის სამარის ოლქში, ქალაქ სამარაში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონებით შეტევა განხორციელდა. დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს და ვიდეოკადრების ანალიზის თანახმად, იწვის „კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“, რომელიც სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის. სამარის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, ჩამოგდებულია ათეულობით უპილოტო და დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები.

დრონებით შეტევა იყო რუსული „როსნეფტის“ ქარხანაზე სამარაში
დრონებით შეტევა იყო რუსული „როსნეფტის“ ქარხანაზე სამარაშირადიო თავისუფლება

22 სექტემბერს დილით აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სამარაში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევისა და „სამოქალაქო ობიექტების დაზიანების“ შესახებ განაცხადა.

უკრაინას სამარაზე შეტევა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ისევ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანარუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ შეტევის შემდეგ ქალაქ სამარაში იწვის „კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა“.

ვიდეოკადრები გაავრცელა მონიტორინგის უკრაინულმა არხმაც Exilenova+.

რუსეთის ვოლგისპირეთის ეს ერთ-ერთი მსხვილი ქარხანა, რომლის მფლობელიც სახელმწიფო კომპანია „როსნეფტია“, ქალაქ სამარის კუიბიშევის რაიონში მდებარეობს.

2024 წლიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქარხანას არაერთხელ დაარტყეს. წინა, 2026 წლის ივნისში განხორციელებული შეტევის შედეგად ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა.

რუსეთის სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა 22 სექტემბერს დილით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „მტერი სამრეწველო საწარმოებს უმიზნებდა“.

გუბერნატორის ტექსტიდან გაურკვეველია კონკრეტული შედეგი, რომელიც საწარმოებისთვის მოჰყვა ამ შეტევას.

ფედორიშჩევის თანახმად, „ჩამოგდებულია ათეულობით უპილოტო“ და „დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის კერძო სახლები, ავტომობილები“.

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია.

მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთისთვის ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერლურმა შტაბმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ მხოლოდ 14-20 სექტემბრის პერიოდში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში, იაროსლავის ოლქის ქალაქ იაროსლავლში და რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში. უკრაინის გენშტაბის თანახმად, ამ ქარხნებში დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარები და რეზერვუარები.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.