რუსეთში სამარის ოლქში უკრაინული დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად ნავთობქარხანა დაიწვა
რუსეთის სამარის ოლქში უკრაინული დრონების იერიშის შედეგად „როსნეფტის“ ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ ფედორიშჩევი აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვა თავდასხმას იგერიებდა, თუმცა ქარხანაზე დარტყმის ფაქტი არ უხსენებია.

რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს.
უკრაინული მონიტორინგის არხისა და დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ASTRA-ს მიერ გავრცელებული კადრების ანალიზით ირკვევა, რომ თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა „როსნეფტის“ მფლობელობაში არსებულ „ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის“ ტერიტორიაზე. აღნიშნული საწარმო წელიწადში დაახლოებით 8,8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას ახდენს და საწვავით ამარაგებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რის გამოც მასზე დასავლეთის სანქციები მოქმედებს.
სამარის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა შეტევას იგერიებდა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, თუმცა ქარხანაზე დარტყმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ სტრატეგიულ ობიექტს მიმდინარე წელს უკვე რამდენჯერმე, მათ შორის აპრილში, აგვისტოსა და სექტემბერშიც დაარტყეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…