ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია - FBI იძიებდა, მონაწილეობდნენ თუ არა ლინდსი გრემი, ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი კორუფციის სქემაში

რესპუბლიკური პარტია

ProPublica-ს ცნობით, FBI იძიებდა, იყვნენ თუ არა ამერიკელი კანონმდებლები ლინდსი გრემი, ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი ჩართული კორუფციულ სქემაში, სადაც თავდაცვის კონტრაქტორ Navatek-ს სახელმწიფო კონტრაქტების სანაცვლოდ საარჩევნო შემოწირულობები უნდა გადაეცა.

მედია - FBI იძიებდა, მონაწილეობდნენ თუ არა ლინდსი გრემი, ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი კორუფციის სქემაში
მედია - FBI იძიებდა, მონაწილეობდნენ თუ არა ლინდსი გრემი, ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი კორუფციის სქემაშიინტერპრესნიუსი

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებდა, ჰქონდათ თუ არა კავშირი სამხრეთ კაროლინის აწ გარდაცვლილ სენატორ ლინდსი გრემსა (რესპუბლიკური პარტია) და წარმომადგენელთა პალატის წევრ ჯეიმს კლაიბერნს (დემოკრატიული პარტია) ქრთამის აღების სქემასთან, რომელიც უკავშირდებოდა ჰავაიში მოქმედი საზღვაო თავდაცვის სფეროს კონტრაქტორი კომპანიის, Navatek-ის მიერ მათ შტატში ფედერალური კონტრაქტების მოპოვებას, - ამის შესახებ ProPublica-ის სტატიაშია აღნიშნული.

გამოცემის ცნობით, Navatek-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ კაომ FBI-ს განუცხადა, რომ გრემი 2020 წლის მარტში Navatek-ის ორ ხელმძღვანელსა და ლობისტს შეხვდა და დათანხმდა, რომ სამხრეთ კაროლინაში კომპანიას 10 მილიონი დოლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტს გადასცემდა, სანაცვლოდ კი მისი ხელახალი არჩევის საარჩევნო კამპანიისთვის 100 000 დოლარი მოითხოვა.

გამოცემის ცნობით, კონტრაქტორმა კომპანიამ მსგავსი გარიგებები დადო კლაიბერნთან და წარმომადგენელთა პალატის წევრ ჯო უილსონთანაც (რესპუბლიკელი), რომელიც წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის გავლენიანი წევრია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიამ 2019 წლის დასაწყისში მათ ოფისებს მიმართა.

გამოცემის ინფორმაციით, FBI-მ კონგრესში სავარაუდო ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 2025 წლის დასაწყისში დაიწყო. გამოძიების ცენტრალურ ეპიზოდს წარმოადგენდა გრემის შეხვედრა Navatek-ის ხელმძღვანელებსა და ლობისტთან.

აგენტებმა კაო გამოკითხეს. მან აღიარა, რომ “მისი ბიზნესმოდელი სახელმწიფო კონტრაქტების სანაცვლოდ საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის მიცემას გულისხმობდა და რომ Navatek-ის მიერ ფედერალური მთავრობისთვის ჩატარებული კვლევები ხშირ შემთხვევაში სრულიად უსარგებლო იყო“, - წერს ProPublica.

გამოცემის ცნობით, კაომ FBI-ს განუცხადა, რომ ამ სქემაში კონგრესის ორივე პარტიის ყველაზე გავლენიანი წევრები იყვნენ ჩართული. ProPublica აღნიშნავს, რომ მისი აღიარებები, სასამართლოში მათი დამტკიცების შემთხვევაში, „მასშტაბურ, დანაშაულებრივ კორუფციულ სქემას წარმოადგენდა, რომელიც ქრთამის მიცემას გულისხმობდა“.

კაო FBI-ს იმ იმედით ესაუბრა, რომ 2025 წელს მისთვის შეფარდებული პატიმრობის ვადა შეუმცირდებოდა. 2022 წელს მან ბრალი აღიარა საარჩევნო კამპანიისთვის უკანონო შემოწირულობების გაღებასა და თაღლითური სესხის სქემაში მონაწილეობაში. კაოს თავისუფლების 87 თვით აღკვეთა მიესაჯა.

„ეს კორუფციის კლასიკური მაგალითია, მაგრამ ციხეში მხოლოდ მე ვლპები”, - განუცხადა კაომ ProPublica-ს სამხრეთ დაკოტის ფედერალური საპატიმროდან.

ProPublica-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, გრემი, კლაიბერნი და უილსონი გამოძიების ფიგურანტები არ ყოფილან, თუმცა FBI იკვლევდა მათ ურთიერთობას კაოსთან; აგენტების თქმით კი, შესაძლოა, მომავალში ეს კანონმდებლები გამოძიების ფიგურანტები გახდნენ.

გრეემის კომუნიკაციების ყოფილმა დირექტორმა, ტეილორ რეიდიმ ProPublica-ს განუცხადა, რომ ბრალდებები გარიგების ან რაიმე სახის გადაცდომის“ შესახებ „უბრალოდ მცდარია და კაოს განცხადება “ნასამართლევი დამნაშავის ბოდვაა“.

უილსონის კომუნიკაციების დირექტორმა, დევიდ სნაიდერმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრი „ყოველთვის იცავს საარჩევნო შემოწირულებებთან დაკავშირებულ იმ რეგულაციებს, რომლებიც ფედერალური საარჩევნო კომისიის მიერ არის დადგენილი“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოProPublica: FBI ლინდსი გრემისა და ჯო უილსონის შესაძლო კორუფციულ კავშირებს იძიებდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოProPublica: სენატორი ლინდსი გრემი და კონგრესმენი ჯო უილსონი ქრთამს იღებდნენ, თუმცა ტრამპის მიერ FBI-ის "წმენდამ" ისინი გამოძიებისგან იხსნა
  3. POSTVსამთავრობო“ProPublica”: “გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები, სენატორი ლინდსი გრემი და კონგრესმენი ჯო უილსონი, სამხედრო-საზღვაო კონტრაქტორ კომპანია “Navatek-ისგან”, მრავალმილიონიანი სახელმწიფო დაფინანსების მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამს იღებდნენ”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყოველთვის იცავს საარჩევნო შემოწირულებებთან დაკავშირებულ იმ რეგულაციებს, რომლებიც ფედერალური საარჩევნო კომისიის მიერ არის დადგენილი“
დევიდ სნაიდერი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯო უილსონს ვინც გადაუხდის, დგება იმ ორგანიზაციის მხარეს და დაკავებულია მისი საქმიანობით - ირაკლი ჭეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები