ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯო უილსონს ვინც გადაუხდის, დგება იმ ორგანიზაციის მხარეს და დაკავებულია მისი საქმიანობით - ირაკლი ჭეიშვილი

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ირაკლი ჭეიშვილი აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონს კორუფციაში სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ ის იმის მხარეს დგება, ვინც გადაუხდის. ProPublica-ს ინფორმაციით, FBI იძიებდა უილსონისა და სხვა კანონმდებლების მიერ შემოწირულებების სანაცვლოდ მრავალმილიონიანი სახელმწიფო კონტრაქტების ლობირებას.

ჯო უილსონს ვინც გადაუხდის, დგება იმ ორგანიზაციის მხარეს და დაკავებულია მისი საქმიანობით - ირაკლი ჭეიშვილი
ჯო უილსონს ვინც გადაუხდის, დგება იმ ორგანიზაციის მხარეს და დაკავებულია მისი საქმიანობით - ირაკლი ჭეიშვილირუსთავი 2

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჭეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი ამერიკელი პოლიტიკოსების კორუფციულ სკანდალს ეხმაურება.

ჭეიშვილის შეფასებით, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც იმ ორგანიზაციების მხარეს დგება, ვინც ფულს გადაუხდის.

"ზოგადად, ჯო უილსონი ცნობილია ადამიანი, რომელსაც, ვინც გადაუხდის, შესაბამისად, დგება იმ ორგანიზაციის მხარეს და დაკავებულია იმ ორგანიზაციის საქმიანობით. ვინც გადაუხადა ჯო უილსონს საქართველოში, ეს არ არის დამალული ამბავი, ყოველ შემთხვევაში, ჩანს მის გამოცხადებულ პოლიტიკაში სადაც დგას და როგორ არის "ქართული ოცნების" კრიტიკით დაკავებული, ყველამ ვიცით.

თავის დროზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სწერდა ჯო უილსონი ოფიციალურად. წერილები ჩვენ გამოვაქვეყნეთ კიდეც, სადაც ეუბნებოდა, რომ ის იქნებოდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, თუ ჩვენ ამას ჩავთვლიდით საჭიროდ. ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ჯო უილსონი ყოფილიყო ჩვენი მხარდამჭერი, შესაბამისად, ვინც ჩათვალა, გადაუხადა, კი არის იმ პარტიების მხარდამჭერი დღემდე", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი ამერიკელი პოლიტიკოსები კორუფციული სკანდალის ცენტრში - გავლენიანმა გამოცემა ProPublica FBI-ის მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ კორუფციულ სქემაში მონაწილეობდნენ "რესპუბლიკელი" კონგრესმენი ჯო უილსონი, "დემოკრატი" კონგრესმენი ჯეიმს კლაიბერნი და სენატორი ლინდსი გრემი. საუბარია საარჩევნო შემოწირულებების სანაცვლოდ, მრავალმილიონიანი სახელმწიფო კონტრაქტების მოპოვებაში დახმარების ბრალდებებზე.

გამოძიების თანახმად, სამხედრო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Navatek-მა უილსონს, გრემის და კლაიბერნის ოფისებს თითქმის 10 მილიონი დოლარის მოპოვებაში დახმარება სთხოვა. გასაჯაროვდა შიდა დოკუმენტებიც.

"თავდაცვის სფეროს კონტრაქტორი კომპანიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, მარტინ კაომ, გამოძიების ფედერალურ ბიუროს განუცხადა, თუ როგორ მოისყიდა მან კონგრესის წევრები სამთავრობო კონტრაქტების სანაცვლოდ. გრემმა 10 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი შესთავაზა საარჩევნო კამპანიისთვის გაღებული 100 000 დოლარის სანაცვლოდ. კაომ განაცხადა, რომ მსგავსი გარიგებები გააფორმა, როგორც ჯიმ კლაიბურნთან, ისე ჯო უილსონთან. ჯო უილსონი მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს შეიარაღებული ძალების კომიტეტში, რაც ეხმარება სამხედრო კონტრაქტების მოპოვებაში. გამოძიების ფედერალური ბიუროს ორი აგენტი სერიოზულად იძიებდა კაოს ბრალდებებს გრემისა და სხვა კანონმდებლების წინააღმდეგ. ეს გამოძიება შეწყდა მას შემდეგ, რაც აგენტები აიძულეს, დაეტოვებინათ გამოძიების ფედერალური ბიურო," - აცხადებს ProPublica-ს ჟურნალისტი, უილიამ ტურტონი.

გარდა ამისა, ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს მასალებისა და მარტინ კაოს ჩვენებაზე დაყრდნობით, კომპანიამ კანონმდებლებს მილიონობით დოლარის სახელმწიფო კონტრაქტების მიღებაში დახმარება სთხოვა. კაოს მტკიცებით, კონგრესმენებმა დაფინანსება საარჩევნო კამპანიებისთვის გაღებული ათასობით დოლარის სანაცვლოდ უზრუნველყვეს.

"2019 წლის მაისში უილი ლაილსმა Navatek-ს აცნობა, რომ წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტი მხარს დაუჭერდა ახალი დაფინანსების გამოყოფას. სამი დღის შემდეგ კი შესაბამისი ჩანაწერი კომიტეტის ანგარიშში გამოჩნდა. იმავე წლის სექტემბერში სენატის ასიგნებების კომიტეტმა, რომლის წევრიც გრემი იყო, ბიუჯეტის ანგარიშში 9,5 მილიონი დოლარი გაითვალისწინა პროექტისთვის, სახელწოდებით "ტექნოლოგიები და ინოვაციები სამხედრო-საზღვაო ძალების ენერგეტიკული სისტემებისთვის." კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჯეიმს კლაიბერნის მხარდაჭერა, რომელიც "დემოკრატიული" პარტიის ხელმძღვანელობაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო. კაოს განცხადებით, 2020 წლის მარტში გამართული შეხვედრისას კლაიბერნი დაინტერესდა, რამდენს სწირავდა ის გრემის საარჩევნო კამპანიას, შემდეგ კი თავადაც იგივე თანხა - 100 000 დოლარი მოითხოვა.

ჯო უილსონის შემთხვევაშიც კაო FBI-ს მსგავს ისტორიას უყვებოდა. მისი თქმით, კონგრესმენთან კერძო სადილის შეხვედრა საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულების გადარიცხვით მოაწყო. კაო ამტკიცებდა, რომ უილსონს კლაიბერნისთვის შეწირულ თანხასთან გათანაბრებული შემოწირულება სურდა," - აცხადებს ProPublica-ს ჟურნალისტი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი ჭეიშვილი – ჯო უილსონი კორუფციულ სკანდალში გაეხვია, ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელსაც ვინც გადაუხდის, იმ ორგანიზაციის მხარეს დგება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თავდაცვის სფეროს კონტრაქტორი კომპანიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, მარტინ კაომ, გამოძიების ფედერალურ ბიუროს განუცხადა, თუ როგორ მოისყიდა მან კონგრესის წევრები სამთავრობო კონტრაქტების სანაცვლოდ. გრემმა 10 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი შესთავაზა საარჩევნო კამპანიისთვის გაღებული 100 000 დოლარის სანაცვლოდ. კაომ განაცხადა, რომ მსგავსი გარიგებები გააფორმა, როგორც ჯიმ კლაიბურნთან, ისე ჯო უილსონთან. ჯო უილსონი მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს შეიარაღებული ძალების კომიტეტში, რაც ეხმარება სამხედრო კონტრაქტების მოპოვებაში. გამოძიების ფედერალური ბიუროს ორი აგენტი სერიოზულად იძიებდა კაოს ბრალდებებს გრემისა და სხვა კანონმდებლების წინააღმდეგ. ეს გამოძიება შეწყდა მას შემდეგ, რაც აგენტები აიძულეს, დაეტოვებინათ გამოძიების ფედერალური ბიურო,“
უილიამ ტურტონი
„მხარდამჭერი, თუ ჩვენ ამას ჩავთვლიდით საჭიროდ. ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ჯო უილსონი ყოფილიყო ჩვენი მხარდამჭერი, შესაბამისად, ვინც ჩათვალა, გადაუხადა, კი არის იმ პარტიების მხარდამჭერი დღემდე“
ირაკლი ჭეიშვილი
„პარტიის ხელმძღვანელობაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო. კაოს განცხადებით, 2020 წლის მარტში გამართული შეხვედრისას კლაიბერნი დაინტერესდა, რამდენს სწირავდა ის გრემის საარჩევნო კამპანიას, შემდეგ კი თავადაც იგივე თანხა - 100 000 დოლარი მოითხოვა. ჯო უილსონის შემთხვევაშიც კაო FBI-ს მსგავს ისტორიას უყვებოდა. მისი თქმით, კონგრესმენთან კერძო სადილის შეხვედრა საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულების გადარიცხვით მოაწყო. კაო ამტკიცებდა, რომ უილსონს კლაიბერნისთვის შეწირულ თანხასთან გათანაბრებული შემოწირულება სურდა,“
უილიამ ტურტონი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია - FBI იძიებდა, მონაწილეობდნენ თუ არა ლინდსი გრემი, ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი კორუფციის სქემაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები