ProPublica: სენატორი ლინდსი გრემი და კონგრესმენი ჯო უილსონი ქრთამს იღებდნენ, თუმცა ტრამპის მიერ FBI-ის "წმენდამ" ისინი გამოძიებისგან იხსნა
ProPublica-ს გამოძიების თანახმად, სენატორი ლინდსი გრემი და კონგრესმენი ჯო უილსონი კომპანია Navatek-ისგან სახელმწიფო დაფინანსების სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ, თუმცა FBI-ის „წმენდის“ შემდეგ საქმე შეწყდა. ბრალდებულები უკანონო გარიგებებს კატეგორიულად უარყოფენ.

ამერიკული გამოცემა ProPublica ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, სადაც მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ისეთი გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები, როგორებიც იყვნენ სენატორი ლინდსი გრემი და კონგრესმენი ჯო უილსონი, სამხედრო-საზღვაო კონტრაქტორ კომპანია Navatek-სგან მრავალმილიონიანი სახელმწიფო დაფინანსების მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამს იღებდნენ.
სქემის ცენტრში, 2020 წლის მარტში, ვაშინგტონში გამართული ფარული სადილი მოექცა, სადაც თავდაცვის კონტრაქტორი კომპანიის, Navatek-ის გენერალური დირექტორი მარტინ კაო, სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა. 45-წუთიანი შეხვედრის სანაცვლოდ გრემის კამპანიამ 40 000 დოლარის ოდენობის შემოწირულობა წინასწარ მოითხოვა, ხოლო სადილის დროს გრემი დათანხმდა, რომ კომპანიისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო კონტრაქტი მიემართა, სანაცვლოდ კი, კაოსგან წინასაარჩევნო კამპანიისთვის ჯამში 100 000 დოლარის გადარიცხვა მოითხოვა.
ეს შეხვედრა მოგვიანებით კაპიტოლიუმზე დაწყებული ფართომასშტაბიანი ანტიკორუფციული გამოძიების მთავარ ეპიზოდად იქცა.
ფედერალურ ციხეში მოხვედრამდე კაომ FBI-სთან აღიარა, რომ მისი ბიზნესმოდელი საჯარო მოხელეების პირდაპირ მოქრთამვაზე იყო აგებული და სქემაში კონგრესის ყველაზე გავლენიანი ფიგურები მონაწილეობდნენ.
სამხრეთ კაროლინაში, სენატორ ლინდსი გრემის გარდა, ქრთამის აღებაში ჩართულნი იყვნენ შტატის მთავარი დემოკრატი, წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯეიმს კლაიბერნი და შეიარაღებული ძალების კომიტეტის გავლენიანი რესპუბლიკელი წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი.
კაოს განცხადებით, ჯო უილსონთან კერძო ლანჩი მას შემდეგ ჰქონდა, რაც მის კამპანიას თანხა გადაურიცხა და შეხვედრაზე უილსონმა პირდაპირ მოითხოვა იმავე ოდენობის საარჩევნო შემოწირულობა, რასაც ჯეიმს კლაიბერნი იღებდა.
კაომ FBI-ის აგენტებს ასევე განუმარტა, რომ Navatek-ს ფაქტობრივად არ გააჩნდა არანაირი რესურსი და გამოცდილება იმ სირთულის საზღვაო კვლევების ჩასატარებლად, რაშიც სახელმწიფო მილიონობით დოლარს უხდიდა. მისი აღიარებით, კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოები ხშირად სრულიად უსარგებლო იყო და "სკოლის მოსწავლის უბრალო პროექტს უფრო ჰგავდა, ვიდრე სერიოზულ სამხედრო კვლევას". მიუხედავად ამისა, გრემისა და უილსონის მფარველობის წყალობით, კომპანია ბიუჯეტიდან უზარმაზარი დაფინანსების მიღებას მაინც უპრობლემოდ ახერხებდა.
2025 წლის დასაწყისში FBI-ის ანტიკორუფციულმა დანაყოფმა ოფიციალური გამოძიება დაიწყო და მოიპოვა ყველა საჭირო დოკუმენტი, ელექტრონული მიმოწერა და ფინანსური ცხრილი, რომელიც კაოს მიერ ლინდსი გრემისა და ჯო უილსონის მხრიდან ქრთამის აღების ფაქტებს ადასტურებდა.
თუმცა, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ახალმა ადმინისტრაციამ FBI-სა და იუსტიციის სამინისტროს სპეციალიზებული ანტიკორუფციული ჯგუფების მასშტაბური "წმენდა" განახორციელა, რის გამოც საქმის წამყვანი გამომძიებლები სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო ახალი საქმეების აღძვრა აკრძალეს.
შედეგად, ლინდსი გრემისა და ჯო უილსონის წინააღმდეგ დაწყებული ქრთამის აღების საქმე საბოლოოდ დაიხურა.
მარტინ კაო ამჟამად პატიმრობაში იმყოფება თაღლითობისა და საარჩევნო ფინანსების უკანონო მანიპულაციებისთვის, ხოლო ჯო უილსონმა და სხვა დასახელებულმა კანონმდებლებმა უკანონო გარიგებების შესახებ ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს, საარჩევნო შემოწირულობებს კანონიერი უწოდეს, ხოლო კაოს განცხადებები მსჯავრდებული თაღლითის ცილისწამებად შეაფასეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაProPublica: FBI ლინდსი გრემისა და ჯო უილსონის შესაძლო კორუფციულ კავშირებს იძიებდა
“ProPublica”: “გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები, სენატორი ლინდსი გრემი და კონგრესმენი ჯო უილსონი, სამხედრო-საზღვაო კონტრაქტორ კომპანია “Navatek-ისგან”, მრავალმილიონიანი სახელმწიფო დაფინანსების მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამს იღებდნენ”
მედია - FBI იძიებდა, მონაწილეობდნენ თუ არა ლინდსი გრემი, ჯეიმს კლაიბერნი და ჯო უილსონი კორუფციის სქემაში
ციტატები სტატიიდან
„სკოლის მოსწავლის უბრალო პროექტს უფრო ჰგავდა, ვიდრე სერიოზულ სამხედრო კვლევას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…