გივი მიქანაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში "AIMCare 2026" მიიღო მონაწილეობა
თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია AIMCare 2026 გაიხსნა, რომელშიც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისში პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში "ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში" (AIMCare 2026) მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას გივი მიქანაძემ მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რამაზ კუკულაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია. მისი მოხსენების თემა იყო "ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი რეგულირების ასპექტები".
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის როლს თანამედროვე მედიცინაში, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში. ყურადღება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამედიცინო განათლებაში, პროფესიულ მომზადებასა და კლინიკური პრაქტიკის მართვაში, აგრეთვე ტექნოლოგიების უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გამოყენებას.
კონფერენციის პროგრამა მოიცავს მოხსენებებს, სამეცნიერო პრეზენტაციებსა და თემატურ დისკუსიებს. მასში მონაწილეობენ მედიცინის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები, კლინიცისტები, ინჟინრები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და დარგის ექსპერტები.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობით გამართული საერთაშორისო კონფერენციის მიზანია გამოცდილების გაზიარება, დარგთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და სამედიცინო განათლებასა და პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.
კონფერენცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…