თბილისში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“ იმართება
თბილისში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“ გაიხსნა. ღონისძიება მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა, რომელმაც ცენტრის ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის აღდგენა მიულოცა მონაწილეებს. კონფერენციაზე განიხილეს განათლების სისტემის რეფორმები, ევროპული სტანდარტები, სამედიცინო განათლება და ხელოვნური ინტელექტის როლი აკრედიტაციის პროცესში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგზე და კონფერენციის მონაწილეებს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR) ცენტრის რეგისტრაციის აღდგენა მიულოცა.
გივი მიქანაძემ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.
ღონისძიების ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლაშა მარგიშვილმა 2026 წლის საქმიანობა შეაჯამა და ცენტრის სამომავლო ხედვებზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.
კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მიმდინარეობაზე, ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე (ESG), სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში სტუდენტების მონაწილეობასა და აკრედიტაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) არჩეული პრეზიდენტი 2027 წლიდან, პროფესორი ემიოლა ოლუვაბუნმი ოლაპადე-ოლაოპა, ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) გენერალური მდივანი ალგირდას უტკუსი, FIBAA-ის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოქტორი რებეკა ველკერი, და WFME-ის ყოფილი პრეზიდენტი, NCEQE-ის საკოორდინაციო საბჭოს წევრი დევიდ გორდონი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.