"ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში" - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“, სადაც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ხელოვნური ინტელექტის უზარმაზარ შესაძლებლობებთან ერთად მისი დანერგვის თანმხლებ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

"ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში" - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ ხელოვნური ინტელექტის როლზე თანამედროვე მედიცინაში, სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კვლევის საგანი კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში.
"ასეთი ტიპის თანამშრომლობა აკადემიურ სფეროში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს არ არის უბრალოდ მექანიკური გაერთიანება. ასევე, უნიკალურობას განაპირობებს ის გარემოება, რომ თვითონ კვლევის საგანი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თანამედროვე ეპოქაში. ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც ერთი მხრივ უზარმაზარი შესაძლებლობების გამო განსაკუთრებული ინტერესის საგანია და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში არსებული აუცილებლად გასათვალისწინებელი ვეებერთელა საფრთხე," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
შეფასება გააკეთა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ნატროშვილმა.
"მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტი ძალიან აქტიურად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და მინდა გითხრათ, რომ რადიკალურად და კარდინალურად ცვლის დამოკიდებულებას სამედიცინო სფეროში, სამედიცინო დიაგნოსტიკაში, სამედიცინო სკრინინგში და სამედიცინო კვლევებში," - განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ასეთი ტიპის თანამშრომლობა აკადემიურ სფეროში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს არ არის უბრალოდ მექანიკური გაერთიანება. ასევე, უნიკალურობას განაპირობებს ის გარემოება, რომ თვითონ კვლევის საგანი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თანამედროვე ეპოქაში. ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც ერთი მხრივ უზარმაზარი შესაძლებლობების გამო განსაკუთრებული ინტერესის საგანია და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში არსებული აუცილებლად გასათვალისწინებელი ვეებერთელა საფრთხე,“
„მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტი ძალიან აქტიურად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და მინდა გითხრათ, რომ რადიკალურად და კარდინალურად ცვლის დამოკიდებულებას სამედიცინო სფეროში, სამედიცინო დიაგნოსტიკაში, სამედიცინო სკრინინგში და სამედიცინო კვლევებში,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…