მსოფლიო კინოს ლეგენდა, პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
86 წლის ასაკში ცნობილი ინგლისელი მსახიობი სერ პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა. ოჯახის განცხადებით, მსახიობი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, დაავადებასთან ბრძოლის შემდეგ მეუღლის გვერდით გარდაიცვალა.

მსოფლიო კინო კიდევ ერთ ლეგენდას ემშვიდობება — 86 წლის ასაკში ცნობილი ინგლისელი მსახიობი სერ პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა. მსახიობმა, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებით „ვარსკვლავური გზისა“ და „იქს-ადამიანების“ ფილმებიდან იცნობს, სიცოცხლის ბოლო დღეები ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გაატარა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ოჯახის განცხადებით, სტიუარტი მეუღლის, სანის გვერდით, ალცჰაიმერის დაავადებასთან და ლევის სხეულაკების დემენციასთან ხანმოკლე, თუმცა მძიმე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გუშინ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, საყვარელი მეუღლის მზრუნველ გარემოცვაში, გარდაიცვალა სერ პატრიკ სტიუარტი“, — ნათქვამია სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.
მსახიობობა პატრიკ სტიუარტმა 18 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად მან აღიარება თეატრალურ სცენაზე მოიპოვა. 1960-იანი წლებიდან სამეფო შექსპირის თეატრალური დასის წევრი იყო და არაერთ მნიშვნელოვან სპექტაკლში მონაწილეობდა.
მსოფლიო პოპულარობა მას საკულტო სერიალმა „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ მოუტანა, სადაც კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარის როლი შეასრულა. მილიონობით მაყურებლისთვის ასევე დაუვიწყარია მისი პროფესორ ჩარლზ ქსავიეს, იგივე პროფესორ X-ის, სახე „იქს-ადამიანების“ კინოფრენჩაიზიდან.
2010 წელს, დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ პატრიკ სტიუარტს რაინდის წოდება მიანიჭა. ამის შემდეგ მას ოფიციალურად სერ პატრიკ სტიუარტად მოიხსენიებდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაპატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა: „ვარსკვლავური გზისა“ და „იქს-ადამიანების“ მსახიობი ალცჰაიმერისა და დემენციის დიაგნოზით მიმდინარე „მტკივნეული გზის“ შემდეგ გარდაიცვალა
86 წლისა გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი პატრიკ სტიუარტი
პატრიკ სტიუარტის გარდაცვალების შემდეგ, „იქს-ადამიანების“ ვარსკვლავს კოლეგები ჰიუ ჯეკმანი და უილიამ შეტნერი იხსენებენ
პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა: კრისტოფერ სტივენსი იორკშირელ „ვარსკვლავური გზის“ კაპიტანზე, რომელმაც ჰოლივუდი „ვარპ“ სიჩქარით დაიპყრო
„ვარსკვლავური გზისა“ და X men-ის ლეგენდარული მსახიობი პატრიკ სტიუარტი 86 წლისა გარდაიცვალა
პატრიკ სტიუარტის პირადი ცხოვრება: ვარსკვლავის „სინანული“ შვილებთან გაუცხოების გამო და 13-წლიანი ქორწინება მესამე მეუღლესთან, სანი ოზელთან
ციტატები სტატიიდან
„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გუშინ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, საყვარელი მეუღლის მზრუნველ გარემოცვაში, გარდაიცვალა სერ პატრიკ სტიუარტი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…